10:25 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-21 11:19:08, 2121 ნახვა

ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე: მაისში საქართველო პირველად უმასპინძლებს მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს სხდომას

ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და მსოფლიო ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, ფრენკ ჰიმსკერკმა, საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

შეხვედრა ვაშინგტონში, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში შედგა.

სამინისტროს ინფორმაციით, მამუკა ბახტაძემ მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს გააცნო მიმდინარე მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, ის პოზიტიური დინამიკა, რაც 2017 წლის ბოლოს და  2018 წლის დასაწყისიდან აღინიშნება ეკონომიკაში. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის  „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის" (EFF) პროგრამის მეორე მიმოხილვის წარმატებით დასრულება. ასევე, ხაზი გაესვა იმ რეფორმების მნიშვნელობას, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მიღწევისა და სიღარიბის შემცირებისთვის.

„გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა. მსოფლიო ბანკში ერთმნიშვნელოვნადაა დაფიქსირებული ის წარმატება, რასაც  ჩვენ მივაღწიეთ გასულ წელს. გარკვეული ფორმალური პროცედურების დასრულების შემდეგ, ზაფხულში, ველით, რომ მაღალი ალბათობით,  მსოფლიო ბანკი და მასში შემავალი ორგანიზაციები გაზრდიან საქართველოსთვის დაფინანსებას, რაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება. ამავე დროს, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მაისში, საქართველოში პირველად ჩატარდება მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს სხდომა. ეს არის ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობა და მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ. 

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მსოფლიო ბანკი მომავალშიც განაგრძობს ქვეყნისთვის ისეთი პრიორიტეტული სფეროების დაფინანსებას, როგორიცაა საგზაო მაგისტრალების  მშენებლობა, ენერგეტიკა,  სოფლის მეურნეობა, რეგიონული და მუნიციპალური განვითარება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics