23:48 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-20 16:37:08, 692 ნახვა

რეგიონი
ლვოვიდან აჭარას ჟურალისტები და ტუროპერატორები სტუმრობენ

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონს ლვოვიდან ჟურნალისტები და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები სტუმრობენ.

უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ტურისტული ქალაქიდან აჭარის ტურისტულ პოტენციალს ლვოვის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ტელეკომპანიების 1st west TV channel და ZIK channel-ის გადამღები ჯუფები, ასევე უკრაინული ავიაკომპანიებისა და ტურისტული სააგენტოების მენეჯმენტი ეცნობა.

მათ აჭარის ტურისტული პროდუქტებისა და რეგიონში მოგზაურობისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ პრეზენტაცია ჩაუტარდათ, რის შემდეგაც გაიმართა ორმხრივი შეხვედრები ადგილობრივი ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებთან.

შეხვედრის შემდეგ საინფორმაციო ტურის მონაწილეები ქალაქისა და მთიანი აჭარის ძირითად ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს გაეცნობიან.

აჭარაში და ზოგადად საქართველოში უკრაინელი მოგზაურების რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. გასულ წელს, აჭარას 38, 467 უკრაინელი მოგზაური, ხოლო ზოგადად,  საქართველოს 193, 127 უკრაინელი მოგზაური სტუმრობდა, რაც  10.4%-ით აღემატება 2016 წლის მონაცემებს.  მზარდია ავიამიმოსვლების რიცხვიც უკრაინიდან ბათუმის მიმართულებით.

2017 წელს, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე უკრაინიდან ბათუმის მიმართულებით 4 ავიაკომპანია დაფრინავდა. წელს, პირდაპირი ფრენები უკვე იწყება უშაულოდ ლვოვიდან ბათუმის მიმართულებით. 8 ივნისიდან, ავიამიმოსვლა ლვოვი-ბათუმი ყოველ პარასკევს შესრულდება.  19 ივნისიდან,  კი მას დაემატება მეორე რეისი, რომელიც სამშაბათს შესრულდება.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა გასულ წელს ინფო და პრესტურების მეშვეობით აჭარის ტურისტული პოტენციალი 500-მდე უცხოელ ჟურნალისტსა და ტურისტულ ბიზნესში დასაქმებულ ადამიანს გააცნო. 2018 წელს, რეგიონის პოპულარიზაცია 16 სამიზნე ქვეყანაში  გაგრძელდება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics