|
2018-04-20 16:07:34, 1734 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე: არ არის იმ მასშტაბის წინააღმდეგობები უმრავლესობის შიგნით, რომ რაიმე გადაუჭრელი იყოს
„ყველა პრობლემა მოგვარდება. არ არის იმ მასშტაბის წინააღმდეგობები უმრავლესობის შიგნით, რომ რაიმე გადაუჭრელი იყოს. შესაბამისად, ძალიან მარტივად დალაგდება ეს ვითარება მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვახერხებთ მსჯელობის გამართვას",- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განუცხადა. მისი თქმით, უმრავლესობის შეხვედრა, სავარაუდოდ, მომავალ კვირას გაიმართება. ირაკლი კობახიძემ დეპუტატებს სიმშვიდის შენარჩუნებისა და საპარლამენტო საქმიანობაზე კონცენტრირებისკენ მოუწოდა. „უმრავლესობის შეხვედრა გაიმართება სავარაუდოდ მომავალ კვირაში. ხვალიდან სამშაბათის ჩათვლით ჩვენ გვაქვს პარტიული ღონისძიებები რეგიონებში. აქედან გამომდინარე, მე არ ვიქნები თბილისში და შესაბამისად, ვერ ჩატარდება უმრავლესობის შეხვედრა. მომავალ კვირაში გაიმართება ასეთი შეხვედრა და იქ განიხილება ყველა საკითხი. მე კიდევ ერთხელ მინდა ყველას მოვუწოდო, ყველა დეპუტატს, შეინარჩუნონ სიმშვიდე. ჩვენ გვაქვს ბევრი რამ გასაკეთებელი და მათ კონცენტრაცია უნდა მოახდინონ რა თქმა უნდა, საპარლამენტო საქმიანობაზე, მათი სადეპუტატო ფუნქციების განხორციელებაზე და არა იმაზე, რასაც ჩვენ სამწუხაროდ ვხედავთ ბოლო დღეების განმავლობაში. ეს არის ჩემი მოწოდება. თუ შეინარჩუნებენ დეპუტატები სიმშვიდეს, თუ არ აჩქარდებიან, ისინი არ დაუშვებენ შეცდომებს",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, ვითარების დალაგება მსჯელობის გამართვის შემდეგ მოხერხდება. „ძალიან მარტივი გადაწყვეტა არსებობს ამ პრობლემების, მთავარია მსჯელობა და განხილვა და მსჯელობის და განხილვის საფუძველზე ყველა საკითხი მოგვარდება. ყველა პრობლემა მოგვარდება. არ არის იმ მასშტაბის წინააღმდეგობები უმრავლესობის შიგნით, რომ რაიმე გადაუჭრელი იყოს. შესაბამისად, ძალიან მარტივად დალაგდება ეს ვითარება მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვახერხებთ მსჯელობის გამართვას ამ საკითხებთან დაკავშირებით და ეს ყველაფერი აუცილებლად შედგება მომავალ კვირაში",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. უმრავლესობის წევრების განცხადებებზე კომენტარის გაკეთებისგან ირაკლი კობახიძემ თავი შეიკავა. მისი თქმით, ყველა საკითხზე შეხვედრის დროს იმსჯელებენ. „მე არ მინდა ასეთ განცხადებებზე კომენტარის გაკეთება, ზოგადად, არს მინდა დამატებითი კომენტარების გაკეთება, ვიდრე არ შედგება მსჯელობა, განხილვა, ვიდრე არ ვიმსჯელებთ ყველაფერთან დაკავშირებით. ჩვენ გვექნება შეხვედრა, მსჯელობა და იქ განიხილება ყველა საკითხი. ყველაფერზე გვექნება ჩვენ მსჯელობა, მათ შორის ფორმატთან დაკავშირებით, ყველაფერზე შევთანხმდებით, განვიხილავთ, ვიმსჯელებთ და ამის საფუძველზე მარტივად გადაწყდება ის პრობლემები, რომელიც არსებობს ამ ეტაპზე უმრავლესობაში",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)