|
2015-05-22 14:08:22, 3380 ნახვა
კომენტარი
ქეთევან ციხელაშვილი: ახალგორიდან 800-ზე მეტი მოქალაქის განცხადებაა შემოსული, რომლებმაც ე.წ. საშვები ვერ მიიღეს
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებლებს გამყოფი ხაზის გადაკვეთის პრობლემას ე.წ რეგულაციები ქმნის, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმი იყენებს. „ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებლებს ქართული მხარიდან გადაადგილების კუთხით პრობლემები არ ექმნებათ. რამდენიმე სახის პრობლემასთან გვაქვს რეალურად საქმე. 2008 წლიდან გასაგები მიზეზების გამო, პრობლემა კიდევ უფრო აქტუალური გახდა. პირველ რიგში ეს უკავშირდება ფიზიკური დაბრკოლებების გაჩენას 2009 წლიდან მოყოლებული მავთუხლართების და სხვადასხვა ბარიკადების სახით. მეორე პრობლემაა ე.წ. რეგულაციები, რომლებსაც საოკუპაციო რეჟიმი იყენებს, საოკუპაციო ხაზის გადაკვეთებისას. ამ რეგულაციებში შედის ე.წ. დოკუმენტები, პასპორტები, საშვები, რომლებიც გამოიყენება, როგორც დამატებითი წნეხი გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვისათვის“, - აღნიშნა ციხელაშვილმა. მისივე თქმით, გადაადგილების კუთხით შეზღუდვები არსებობს ახალგორის მოსახლეობისთვისაც, თუმცა გარკვეული ნაწილი „რეპუტაციის ფარგლებში“ ე.წ. საშვებით სარგებლობს. „ახალგორში, სადაც 2008 წლამდე მცხორები ქართული მოსახლეობაა, გადაადგილების გარკვეული შეზღუდვები არსებობს. მოსახლეობის ნაწილი სარგებლობს გარკვეული რეპუტაციის ფარგლებში ამ გადაადგილების შესაძლებლობით, ხოლო მეორე ნაწილს ეს უფლება გაუგებარი მიზეზებით არ აქვს. ჩვენ სამინისტროში 2013-2014 წლებში 800-ზე მეტი განაცხადი შემოვიდა ინდივიდუალური მოქალაქეებისა, რომლებმაც ვერ მიიღეს ე.წ. საშვი ახალგორში შესასვლელად“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. ციხელაშვილის ინფორმაციით, ეს საკითხი როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დროს, ისე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში განიხილება, რომელიც ყოველთვიურად იმართება ერგნეთში. გარდა ამისა, ქეთევან ციხელაშვილის თქმით, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებთათვის მძიმე მდგომარეობაა ჰუმანიტარული კუთხით. როგორც მან აღნიშნა, 800-მდე ოჯახს სასოფლო-სამეურნეო მიწებსა და ნაკვეთებზე წვდომა შეზღუდული აქვთ. მათ არ აქვთ წვდომა სასმელ, სარწყავ სისტემებზე, ასევე სასაფლაოებზე და სალოცავებზე. „ჰუმანიტარული შედეგები სავალალოა. 800-მდე ოჯახს სასოფლო-სამეურნეო მიწებსა და ნაკვეთებზე წვდომა შეზღუდული აქვს. არსებობენ ოჯახები, რომელთა საკარმიდამო ნაკვეთებში ფაქტობრივად ეს მავთუხლართები ფიზიკურად გადის. რა თქმა უნდა სავალალო ჰუმანიტარულ შედეგებში მოიაზრება ისიც, რომ გადაადგილება შეზღუდულია. არ აქვთ წვდომა სასმელ და სარწყავ სისტემებზე, სასაფლაოებზე, სალოცავებზე და ა.შ“, - განაცხადა ციხელაშვილმა.
პოლონეთმა სამხედრო თვითმფრინავები დასავლეთ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე აფრინდა
ტრამპმა ევროპას შესთავაზა, რუსული გაზის შესყიდვას დაუბრუნდეს
ფრანსუა ოლანდმა საფრანგეთის ხელისუფლებას მოუწოდა, ახალგაზრდებთან და პროფკავშირებთან მოლაპარაკებები დაიწყოს
ჩხუბისას თბილისში ორი პირი დაჭრეს- პოლიციამ სამი პირი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)