|
2018-04-20 14:45:35, 2089 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძემ თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტი წარადგინა
თბილისის მერმა კახა კალაძემ სასტუმრო „ბილტმორში“ თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტი წარადგინა. კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში ღამის ეკონომიკის ჩამოყალიბებისთვის განვითარებული ქვეყნებიდან საუკეთესო მაგალითები იქნება გადმოტანილი. „გვინდა წარმოვადგინოთ ჩვენი კონცეფცია, ხედვა ღამის ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა. წინასაარჩევნოდ ბევრს ვსაუბრობდი ამ დარგის განვითარებაზე. ახალს არაფერს ვიგონებთ, გვინდა, რომ საუკეთესო მაგალითები გადმოვიტანოთ, როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებში და ქალაქებშია“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერის თქმით, ღამის ეკონომიკა რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, მათ შორის, ტრანსპორტის განვითარებას, ხმაურის რეგულირებას, უსაფრთხოების საკითხებს, ასევე, კულტურული და ხელოვნების ინდუსტრიის განვითარებას. პროექტის განხორციელებაში კი, თითოეული მოქალაქისა და ბიზნეს სექტორის ჩართულობა მნიშვნელოვანია. „გვქონდა რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულება, ვსაუბრობდით ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაზე, ტრანსპორტის მოწესრიგებაზე, ქალაქის კეთილმოწყობაზე. ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყო ქალაქში ეკონომიკის განვითარება. ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მიმართულება ღამის ეკონომიკის განვითარებაა. ზოგადად, ღამის ეკონომიკის კონტექსტში მოიაზრება ტრანსპორტი, რომელსაც ამ მიმართულებით ხელს შევუწყობთ. ასევე, ერთ-ერთი საკითხია ხმაურის რეგულირება. ვიცით, რომ უსაფრთხოების საკითხები სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ამ მიმართულებით, აქტიური თანამშრომლობა გვაქვს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ღამის ეკონომიკის ერთ-ერთი ნაწილი ასევე, კულტურული და ხელოვნების ინდუსტრიის განვითარება და მისი, როგორც ეკონომიკის დარგის ჩამოყალიბება“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, ღამის ეკონომიკის მთავარი მიმართულება დედაქალაქის სხვადასხვა უბნების განვითარებაა. კახა კალაძის თქმით, კონცენტრირება არ უნდა ხდებოდეს მხოლოდ ცენტრალურ რაიონებზე და ქალაქის განვითარება თანაბრად უნდა მოხდეს. ამასთან, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ დედაქალაქში ტურისტების რაოდენობა იზრდება, რომელთან დაკავშირებითაც, ღამის ეკონომიკის განვითარების ასპექტში, ეკონომიკის სამინისტროსთან და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა მოხდება.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)