|
2018-04-20 12:03:48, 1642 ნახვა
სამხედრო
თიანეთის სკოლაში კადეტების საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წარმომადგენლები საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებენ. ლიცეუმის ხელმძღვანელებმა და კადეტებმა მორიგი შეხვედრა დაბა თიანეთის N 1 საჯარო სკოლაში გამართეს და მოსწავლეებს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. სასწავლო დარგში ლიცეუმის დირექტორის მოადგილემ, მაია გაბუნიამ მოსწავლეებსა და პედაგოგებს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის სამომავლო გეგმებისა და სიახლეების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. კადეტებმა კი მათ ლიცეუმის ისტორია, ამოცანა, მიღების კრიტერიუმები, სასწავლო პროცესი და იქ არსებული გარემო გააცნეს. კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მისაღები გამოცდების ზუსტი თარიღი სასწავლო წლის დასრულებისას გახდება ცნობილი. საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში კადეტები საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლებს ესტუმრნენ. სასწავლო წლის დასრულებამდე საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება ქვემო ქართლის რამდენიმე სკოლაში იგეგმება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)