|
2018-04-19 15:09:00, 1647 ნახვა
კომენტარი
„ეტყობა გია დაგვიბერდა, ვერ გრძნობს, რა არის კორექტული და რა არა“ - ჭიჭინაძემ ვოლსკი „მაუგლის“ პერსონაჟს შეადარა
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი დავით ჭიჭინაძე თანაგუნდელ გია ვოლსკის აკრიტიკებს. ჭიჭინაძემ პარლამენტის ვიცე-სპიკერი არაკორექტულობაში დაადანაშაულა. დეპუტატის თქმით, ვოლსკიმ მისი და ზარდიაშვილის დაპირისპირება ზოგადი კომენტარით შეაფასა. „კიპლინგის მაუგლი ალბათ ყველას გაქვთ ნანახი, იქ არის მგელი და როდესაც ნანადირევს ვერ დაიჭერს მერე კრებას ატარებენ და იძახიან, რომ აკილამ ააცილაო, ანუ აკილამ ვერ დაიჭირაო. ეტყობა გია (ვოლსკი) დაგვიბერდა და ვერანაირად ვერ გრძნობს, რა არის კორექტული და რა არა. "ქართული ოცნება" ზარდიაშვილებისთვის არ შექმნილა. ამიტომ მე ვფიქრობ ხანდახან უნდა დაფიქრდეს ჭიჭინაძესა და ზარდიაშვილს შორის შედარებას რომ აკეთებს. ზარდიაშვილი არის ნეგატივის გამოსახულება. „ქართული ოცნება“ ამ სენისგან, რასაც ჰქვია "კოლექტიური ზარდიაშვილი," უნდა გათავისუფლდეს. ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა, რაც დაუშვა "ქართულმა ოცნებამ," რომ ის არის პარლამენტის წევრი“, - განაცხადა ჭიჭინაძემ. ამასთან, ჭიჭინაძის ინფორმაციით, ვანო ზარდიაშვილი 2012 წლის არჩევნებზე მოსახლეობაზე ხელისუფლების სასარგებლოდ ზეწოლას ახდენდა. დეპუტატის თქმით, ზარდიაშვილი მის მეზობლად ცხოვრობს. „2012 წლის არჩევნების დროს როგორ იქცეოდა - წადით, კითხეთ მეზობლებს“,- დასძინა ჭიჭინაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)