22:42 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-19 13:06:41, 1733 ნახვა

ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი საყდრისის კომიტეტის წევრებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საყდრისის კომიტეტის წევრებს კომპანიების - RMG Gold და RMG Copper  საქმიანობის შემოწმების შედეგები და გარემოზე მიყენებული ზიანის აღმოფხვრისათვის დაკისრებული კონკრეტული ვალდებულებების შესრულების გეგმა გააცნო.

აღინიშნა, რომ 2015-2016 წლებში, სამინისტროს მიერ მასშტაბური კვლევა ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც შემოწმდა კომპანიების  ტერიტორიები, კარიერები, კუდსაცავი, სანაყაროები და მადნის გადამამუშავებელი ქარხანა.

სამუშაო შეხვედრაზე საყდრისის კომიტეტის წევრებმა მინისტრს საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფოს პრინციპული პოზიციაა, რომ RMG Gold-ისა და RMG Copper-ის საქმიანობამ მინიმალური ზიანი მიაყენოს გარემოს. პირველ რიგში, კომპანიების საქმიანობის შედეგად წყლის დაბინძურების საკითხი უნდა მოგვარდეს. მინისტრის განცხადებით,  კომპანიებს დაევალათ, დაუყოვნებლივ დაიწყონ მდინარე კაზრეთულას დაბინძურების აღმოსაფხვრელი ღონისძიებების განხორციელება. სამუშაოების შესრულებისთვის განისაზღვრა კონკრეტული ვადა - 2018 წლის 31 დეკემბრამდე მდინარეში კაზრეთულაში უნდა აღიკვეთოს საწარმოს მხრიდან ნებისმიერი დაბინძურების ფაქტი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის ინიციტივით, საყდრისის კომიტეტის წევრები RMG Gold-ისა და RMG Copper-ისთვის  დაკისრებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგში ჩაერთვებიან.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
Anchorსოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და ტექნოლოგიების უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენა თბილისში
მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გამოვლინდა
ფინეთის პრეზიდენტმა პუტინთან სატელეფონო საუბრისთვის მზადებაზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics