07:19 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-19 12:07:24, 1662 ნახვა

სამართალი
დიდი ოდენობით თაღლითობის და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით თაღლითობის და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ,შპს „მოხელეს“ დირექტორი და დამფუძნებელი თემურ ფ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა,რომ  თემურ ფ-მ მოტყუების გზით, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კუთვნილი დიდი ოდენობით  თანხა- 14 302,96 ლარი. მან 2017 წლის 14 აგვისტოს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში  ქ. გურჯაანში, სარაჯიშვილის ქუჩაზე მდებარე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის რეაბილიტაციისა და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოების შესრულებაზე გურჯაანის მუნიციპალიტეტში წარდგენილ აქტებში, ყალბი მონაცემები შეიტანა.

გამოძიება დიდი ოდენობით თაღლითობისა  და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის  180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით)რაც სასჯელის სახით ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე საქმეზე, 2018 წლის 21 მარტს, სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე პასუხისგებაში მიეცა გურჯაანის მერიის ყოფილი და მოქმედი  შვიდი თანამშრომელი:  დიმიტრი კ., ნოდარ შ.,, დურმიშხან ა., თეიმურაზ ბ., გიორგი ა.,  ივანე ქ.  და დიმიტრი ა., რომლებმაც სამუშაოების შემოწმებისას არაჯეროვნად შეასრულეს სამსახურებრივი მოვალეობა მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics