|
2018-04-19 10:57:42, 1730 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: უმნიშვნელოვანესია ის მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს ნატო-ს წევრი ქვეყნებისა და გენერალური მდივნისგან აქვს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ქვეყანაში ნატო-ს დღეების აღნიშვნა მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლებას ემსახურება. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, მოსახლეობამ იცოდეს ის სარგებელი, რომელსაც ქვეყანა ნატოსთან ინტეგრირების პროცესით ღებულობს. „16 აპრილს დაიწყო და 1-ელ მაისამდე გრძელდება საქართველოში ნატოს დღეები, რომელიც ყოველწლიურად იმართება და ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინფორმირების კუთხით. წელს ნატოს დღეები განსაკუთრებულად აღინიშნება რეგიონებში და რაც ასევე მნიშვნელოვანია, მათ შორის - ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სხვა უწყებებთან ერთად, მართავს არაერთ ღონისძიებას, რათა ჩვენი მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე იყოს სათანადო და ჩვენმა მოქალაქეებმა ძალიან კარგად გაიგონ ის სარგებელი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა იღებს ნატოსთან ინტეგრირების პროცესით; თუ რამდენად მნიშვნელოვანია სტაბილურობა ჩვენი ქვეყნისთვის. სწორედ ამ თანამშრომლობას მოაქვს ის სტაბილურობა, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს. ნატოსთან თანამშრომლობა დღეს უმაღლეს ნიშნულზეა. უმნიშვნელოვანესია ის პროგრესი, რომელიც გვაქვს ძირითადი პაკეტის განხორციელების პროცესში, ასევე უმნიშვნელოვანესია პოლიტიკური მხარდაჭერა, რომელიც ნატოს წევრი ქვეყნებისა და გენერალური მდივნისგან საქართველოს აქვს. ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, ეს დღეები სათანადოდ უნდა აღინიშნოს და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ჩართულობა, მათ ინფორმირებულობა უმნიშვნელოვანესია, რათა სწორი ინფორმაცია ჰქონდეთ მათ იმ პროცესის შესახებ, რომელშიც დღეს ჩვენი ქვეყანა იმყოფება“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)