|
2018-04-18 22:57:01, 1765 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან „მესტიაჭალას“ ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული შეხვედრა დასრულდა
„დღეს გაიმართა კიდევ ერთი შეხვედრა მესტიის მოსახლეობის იმ ჯგუფთან, რომელსაც კითხვები აქვს სვანეთში "მესტიაჭალაჰესის" მშენებლობასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გავაცანით მოსახლეობას უსაფრთხოების ყველა ღონისძიება, რომელიც პროექტშია გათვალისწინებული და დეტალურად ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ რატომ არ არის გარემოსთვის რაიმე საფრთხის შემცველი არამხოლოდ „მესტიაჭალა," არამედ ყველა იმ ჰესის პროექტი, რომლის განხორციელებაც საქართველოში იგეგმება. გავცვალეთ მოსაზრებები და ორივე მხრიდან დასმულ შეკითხვებს პასუხები გასცეს კვალიფიციურმა ექსპერტებმა" - ეს განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა, რომელშიც, მესტიის მოსახლეობის წარმომადგენლებთან ერთად მათ მიერვე მოწვეული დარგის სპეციალისტები, ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ჰესის მშენებელი კომპანიის „სვანეთი ჰიდროს" წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. როგორც რომეო მიქაუტაძემ აღნიშნა, შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა იყო ჰესის გარემოზე ზემოქმედების, სოციალურ-ეკონომიკური და სხვა მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები. მისივე თქმით, ჰესის მშენებლობა მიმდინარეობს დარგში არსებული თანამედროვე ტექნიკური მიღწევების სრული გამოყენებით, წყალსაცავის მოწყობისა და მდინარის დაგუბების გარეშე, სადაწნეო მილსადენის პრინციპით. „მე არაერთხელ ვიყავი ჩასული და შეხვედრა მქონდა მესტიელებთან, მათთან მუდმივი კომუნიკაცია მაქვს. დღეს თბილისში გავმართეთ კიდევ ერთი შეხვედრა სპეციალისტებთან და ექსპერტებთან ერთად და პასუხები გავეცით მათ კითხვებს. ამ შეხვედრაზეც განვმარტე, რომ თითოეული პროექტი, რომელიც ხორციელდება ჰიდრორესურსების ათვისების მიმართულებით, მშენებლობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე გადის რამდენიმე საფეხურს. მე ვიცი, რის საფუძველზე გადავიდა „მესტიაჭალაჰესი" მშენებლობის ეტაპზე და დეტალურად ვუხსნი ამას ადგილობრივ მოსახლეობას. ვისაუბრე იმაზეც, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ჰესების მშენებლობას ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობისთვის" – განაცხადა რომეო მიქაუტაძემ. მინისტრის მოადგილის თქმით, „მესტიაჭალაჰესის" მშენებლობა უკვე დაწყებულია, წესების სრული დაცვით არის გავლილი ყველა საჭირო იურიდიული თუ ტექნიკური პროცედურა, თუმცა, მიუხედავად ამისა, სამინისტრო მუდამ მზად არის ამ პროექტთან დაკავშირებულ ნებისმიერ კითხვაზე პასუხის გასაცემად. „მესტიაჭალა ჰესი1"-ის და „მესტიაჭალა ჰესი 2"-ის დადგმული სიმძლავრე შეადგენს 50 მგვტს (20+30), საერთო გამომუშავებით 170 მლნ.კვტ.სთ. პროექტების საინვესტიციო მოცულობა 65 მლნ. აშშ დოლარია. ჰესების მშენებლობას სს „სვანეთი ჰიდრო" საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, გარემოზე მინიმალური ზემოქმედების გათვალისწინებით ახორციელებს. სამშენებლო სამუშაოებზე (სხვადასხვა ეტაპებზე) 300 ადამიანია დასაქმებული, ხოლო მშენებლობის შემდეგ ჰესზე მუდმივად დასაქმდება 15 ადამიანი. ჰესის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ყოველწლიურად ადგილობრივ ბიუჯეტში ქონების გადასახადის სახით 1,5 მლნ ლარი შევა.
(NS)
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)