|
2018-04-18 20:22:19, 1589 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს შეხვდა
თბილისის მერი კახა კალაძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს, ვერნერ ლიპახს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, დედაქალაქში მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილეს. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილი პროექტების განხორციელებაში აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. „აზიის განვითარების ბანკის ადგილობრივ ოფისთან დიდი ხნის თანამშრომლობა გვაკავშირებს. ჯერ კიდევ ენერგეტიკის მინისტრობის დროს საკმაოდ საინტერესო პროექტები გვაქვს განხორციელებული და მიხარია, რომ ეს თანამშრომლობა გრძელდება. დედაქალაქში ბოლო წლების განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა კვლავ უამრავი პრობლემა არსებობს, რომელზეც მუშაობა გვიწევს და თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს. მნიშვნელოვანია, რომ სამომავლო პროექტებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე მუშაობა განვაგრძოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. ვერნერ ლიპახის თქმით, აზიის განვითარების ბანკის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ტრანსპორტის სფეროა და ამ მიმართულებით, თბილისში რამდენიმე პროექტი ხორციელდება. „თბილისთან დიდი ხნის ურთიერთობა გვაკავშირებს. განსაკუთრებით, ჩვენი ყურადღების ცენტრში ტრანსპორტის სფეროა. გვაქვს მიმდინარე პროექტები მეტროს სისტემის განვითარებისა და ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიმართულებით. შეხვედრაზე ასევე, განვიხილეთ პროექტები, რომლის განხორციელებაც სამომავლოდ იგეგმება. მათ შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი სატრანსპორტო პოლიტიკის შემუშავებაა, რაც ქალაქის განვითარებისთვის აუცილებელია“, - განაცხადა ვერნერ ლიპახმა. შეხვედრას თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძე და ბანკის დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.
(NS)
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)