|
2018-04-18 16:57:39, 2988 ნახვა
კულტურა
ფილმი „საშიში დედა“ ერთდროულად 3 სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალზე დააჯილდოვეს
ანა ურუშაძის სადებიუტო ნამუშევრის "საშიში დედა" პრიზებს 3 საერთაშორისო ჯილდო შეემატა. ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ფილმი ერთდროულად 3 კინოფესტივალზე დაჯილდოვდა: მთავარი ჯილდო Top Golden Gate Prize საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ფილმისთვისთვის სან ფრანცისკოს საერთაშორისო კინოფესტივალზე; კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ფედერაციის ჯილდო FIPRESCI ევროპული კინოს ფესტივალზე; ჯილდო საუკეთესო დებიუტისთვის საერთაშორისო კინოფესტივალზე Med Cinema Festival of Tetouan; „საშიში დედა" ანა ურუშაძის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია, რომელიც ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. ფილმს არაერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ჯილდო აქვს მოპოვებული, მათ შორის „ოქროს ლეოპარდი" ლოკარნოს კინოფესტივალზე, სარაევოს კინოფესტივალის გრან პრი და Asia Pacific Screen Awards-ზე მოპოვებული 2 აზიური ოსკარი. „საშიში დედა" შარშან საქართველოს კანდიდატი ფილმი იყო ოსკარზე. „საშიში დედა" აკრძალვებსა და სტერეოტიპებზე, მორალურ ნორმებსა და სოციალურ პასუხისმგებლობაზე მოგვითხრობს. ფილმი 50 წლის ქალის მანანას ცხოვრებას ასახავს. დედა და დიასახლისი დილემის წინაშე დგას, მას უწევს არჩევანი გააკეთოს ოჯახურ ცხოვრებასა და დიდი ხნის ვნებიან გატაცებას შორის. მანანა ცხოვრების აზრს წერაში პოულობს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)