|
2018-04-18 16:45:29, 965 ნახვა
რეგიონი
ბათუმში „სტუდენტური დასაქმების ხელშეწყობის“ პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა
დღეს დასაქმების სააგენტოს ქვეპროგრამის ,,სტუდენტური დასაქმების ხელშეწყობის’’ პრეზენტაცია ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გაიმართა. დასაქმების ხელშეწყობისა და სამუშაო გამოცდილების მიღების მიზნით, დასაქმების სააგენტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს საპილოტე პროგრამას - “სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობას“ სთავაზობს. პროგრამის ფარგლებში სტუდენტები ახალ პროფესიულ უნარებს სწავლასთან თავსებადი გრაფიკით დაეუფლებიან. პროგრამა ხორციელდება სპეციალურად სტუდენტებისთვის შემუშავებული მოკლევადიანი სასწავლო მოდულით, რომელიც მოიცავს: თეორიულ და პრაქტიკულ კურსს პროფესიული მიმართულებით; უცხო ენის ცოდნის დონის ამაღლებას პროფესიისათვის საჭირო ტერმინოლოგიითა და სამუშაო გამოცდილების მიღებას საწარმოო პრაქტიკის უზრუნველყოფის გზით. პროგრამით სარგებლობა შეუძლია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრებ, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს. პროგრამის მოსარგებლეთა შერჩევა განხორციელდება კონკურსის წესით, რომელიც მოიცავს ორ ეტაპს: განაცხადების გადარჩევა და გასაუბრება . „სტუდენტური დასაქმების ხელშეწყობის’’ პროგრამით 50 სტუდენტი ისარგებლებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)