|
2018-04-18 16:22:14, 1654 ნახვა
კომენტარი
მამუკა ბახტაძე: ბიზნესის წახალისებას არ ემსახურება ის ფაქტი, რომ ლომბარდები უძრავ ქონებას იბარებენ
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ უწყების „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე პირდაპირი ჩართვისას, ლომბარდების მუშაობის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მოსახლეობაში ლომბარდებათან დაკავშირებით ბევრი შეკითხვაა დაგროვილი. მისი თქმით, ბიზნესის წახალისებას ნამდვილად არ ემსახურება ის ფაქტი, რომ ლომბარდებს უძრავი ქონების მიღების უფლება აქვთ. მინისტრის აზრით, ცალსახად უნდა იყოს განსაზღვრული იმ აქტივების ჩამონათვალი, რომლებიც სალომბარდო საქმიანობაში არ უნდა მონაწილეობდეს. „ამ მიმართულებით მკვეთრი ნაბიჯები არის გადასადგმელი. ჩემი აზრით, არამხოლოდ უძრავი, არამედ უძრავი ქონების , როგორიცაა ავტომობილი, ჩაბარების უფლებაც არ უნდა ჰქონდეთ. ეს ყველაფერი კონსულტაციის შედეგად უნდა განხორციელდეს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. მისივე თქმით, პრობლემას, რომელიც ლომბარდების საქმიანობასთან დაკავშირებით დგას, აქვს ობიექტური საფუძველი და მის აღმოსაფხვრელად ახალი თამაშის წესებია დასადგენი. “ჩვენ, უნდა შევქმნათ ისეთი თამაშის წესები, რომელიც ხელს შეუწყობს ჯანსაღი საბაზრო ეკონომიკის პრინციპების დამყარებას“,- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)