04:10 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-18 15:44:27, 1489 ნახვა

კომენტარი
ბაქრაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციას მოუწოდებს, საქმით დაკავდნენ და საკუთარი ფუნქციები სამომავლოდ უკეთ შეასრულონ

„პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობა, გაიაზროს საკუთარი ხელმოწერის სიმძიმე. აბსურდული ბრალდებებით გამოსვლა არასერიოზულია“, -  ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის ბრალდებებს.

ბაქრაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციას მოუწოდა, საქმით დაკავდეს და საკუთარი ფუნქციები სამომავლოდ უკეთ შეასრულოს.

,,ჩვენი ამოცანა არასდროს არ ყოფილა პრეზიდენტის ინსტიტუტთან ბრძოლა და უფრო მეტიც, მთელი ამ წლების მანძილზე „ევროპული საქართველო“ იყო ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყოველთვის იცავდა პრეზიდენტს და მომავალშიც დაიცავს „ქართული ოცნების“ უსამართლო შეტევებისგან, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ადამიანს მით უმეტეს, პრეზიდენტს გააჩნია მისი პასუხისმგებლობა და როდესაც ხდება ასეთი შემზარავი დანაშაული უნდა გაიაზრო პასუხისმგებლობა და უნდა აიღო შენს თავზე ტვირთი, რასაც ჰქვია საკუთარი ხელმოწერის სიმძიმე. ისტერიული და აბსურდული ბრალდებებით გამოსვლა ეს არის არასერიოზული. მოვუწოდებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას, უკეთესი იქნება დაკავდნენ საკუთარი საქმით, სამომავლოდ უკეთ შეასრულონ ის ფუნქციები, რომლის შედეგიც ჩვენ ყველამ ვნახეთ და რომელმაც უმძიმეს ტრაგიკულ შეცდომამდე მიგვიყვანა და ყველამ ერთად ვიფიქროთ იმაზე, როგორ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები ზრდადი კრიმინალისგან, რაშიც სხვათა შორის, თავიდან ბოლომდე ბრალი მიუძღვის "ქართულ ოცნებას" და მათ პოლიტიკას დაწყებული ამნისტიიდან, დასრულებული დღევანდელი ნაბიჯებით“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ. 

ცნობისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა განაცხადა, რომ „სახელმწიფო მანქანა „ქართული ოცნებასთან“ და „ევროპული საქართველოსთან“ ერთად, პრეზიდენტის წინააღმდეგ შავი პიარის სასარგებლოდ მუშაობს“.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics