01:57 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-18 14:15:19, 1915 ნახვა

მსოფლიო
ერევანში საპროტესტო აქციაზე 66 პირი დააკავეს

ერევანში საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა 66 პირი დააკავეს, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" ერევნის პოლიციის პრესსამსახურის უფროსზე ედგარ ჯანოიანზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც ჯანოიანმა აღნიშნა, დაკავებული არიან აქციის ის მონაწილეები, რომლებმაც ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა გადაკეტეს.

მედია საშუალების ინფორმაციით, საფრანგეთის მოედანზე სადაც აქცია მიმდინარეობს, ასობით ადამიანია შეკრებილი. აღსანიშნავია, რომ ადგილზე სამართალდამცველების გარდა სპეცრაზმია მობილიზებული.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა და აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნიკოლ ფაშინიანმა სამართალდამცველებს აქციის მონაწილეების გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

"მოვუწოდებთ პოლიციას ჩვენი მხარდამჭერები გაათავისუფლონ. მივესალმებით დაკავებულების სიმამაცეს და სიმტკიცეს", - განაცხადა დეპუტატმა.

აღსანიშნავია, რომ გუშინ ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყანაში „ხავერდოვანი რევოლუციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. მან მომიტინგეებს მოუწოდა საკასაციო სასამართლოს, პროკურატურის და მთავრობის ადმინისტრაციის ბლოკადა მოეხდინათ.

ცნობისთვის, ვითარება ერევანში ორშაბათს დაიძაბა, როდესაც მომიტინგეებმა პარლამენტის შენობაში შეღწევა სცადეს. აღნიშნულს მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება, რის შედეგადაც 46 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 6 პოლიციელი.

შეგახსენებთ,  რომ 31 მარტიდან პარტია „სამოქალაქო თანხმობა“ სომხეთის ქალაქებში მსვლელობებს მართავდა, რაც 13 აპრილს ერევანში გამართული მიტინგით და საფრანგეთის მოედანზე მჯდომარე აქციით დასრულდა. 14 აპრილს აქციის მონაწილეები სომხეთის საზოგადოებრივი რადიოს შენობაში შეიჭრნენ და ეთერი მოითხოვეს. ოპოზიცია გრძელვადიან აქციებსა და გაფიცვებს აანონსებს. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრად სერჟ სარგსიანის დანიშვნას აპროტესტებენ. ამასთან, სომხეთის პარლამენტმა პრემიერის პოსტზე სერჟ სარგსიანი 17 აპრილს, ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics