10:30 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-18 14:04:23, 1754 ნახვა

ეკონომიკა
„ვითიბი ბანკი“ თავის მომხმარებელს საკრედიტო ისტორიის გაუმჯობესების უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს

"ვითიბი ბანკის", როგორც სოციალურად პასუხისმგებელი ფინანსური ინსტიტუტის მიზანია, მომხმარებელთან გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობა დაამყაროს. სწორედ ამ პოზიციის გასამყარებლად ბანკი მომხმარებელთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადადის.

პირველად ქართულ საბანკო სივრცეში "ვითიბი ბანკი" საკუთარ 12 000-მდე ფიზიკურ პირს, პრობლემურ მსესხებელს, აძლევს შესაძლებლობას სესხის მიმდინარე ძირზე და დარიცხულ პროცენტზე მნიშვნელოვანი დისკონტი მიიღონ. ამასთან, პრობლემურ მსესხებლებს ექნებათ შესაძლებლობა ბანკის მიმართ დავალიანების სრულად ანულირება მოახდინონ და მიმდინარე საკრედიტო ისტორია გაიუმჯობესონ. აღსანიშნავია, რომ აქციის პერიოდში ამ სესხზე ვადაგადაცილების ჯარიმის და საურავების მოთხოვნა არ განხორციელდება.

"ვითიბი ბანკის" საცალო ბიზნესის დირექტორის ვალერიან გაბუნიას ინფორმაციით, ბანკის აღნიშნული წინადადება 2 თვის განმავლობაში მოქმედებს. მისივე თქმით, აქცია ეხება მხოლოდ იმ ფიზიკურ პირებს, როლებიც სამომხმარებლო ტიპის სესხებით სარგებლობენ.

"ვითიბი ბანკის" ახალი შემოთავაზება თავისი კლიენტებისთვის, გულისხმობს იმას, რომ 12000 პრობლემურ მსესხებელს ორი თვის განმავლობაში საშუალება ეძლევა მოახდინონ თავიანთი ვალდებულების განულება ბანკის მიმართ, მნიშვნელოვანი დისკონტით. დისკონტი 30%-დან 90%-მდე მერყეობს. ეს დისკონტი ვრცელდება როგორც სესხის ძირზე, ასევე პროცენტზეც. აღსანიშნავია, რომ მომხმარებლებს ის პირგასამტეხლო რაც კი დარიცხული აქვთ სესხებზე სრულად გაუნულდებათ. რაც ყველაზე მთავარია, მათ შესაძლებლობა ექნებათ გაიუმჯობესონ საკრედიტო ისტორია და შეძლონ ჩვენ ბანკთან ან სხვა ბანკებთან საკრედიტო ურთიერთობის ხელმეორედ განახლება. მათი სტატუსი ჩანაცვლდება როგორც - ყოფილი ნეგატიური, რაც ნიშნავს, იმას, რომ ბანკები მათზე სესხების გაცემას ისევ დაიწყებენ. საუბარია იმ მომხმარებლებზე, რომლებმაც მინიმუმ ორი წლის განმავლობაში ჩვენ ბანკში არსებული სესხი ვერ დაფარეს. აქვე უნდა ითქვას, რომ ამ მომხმარებლებმა არსებული სესხი ამ ორი თვის განმავლობაში უნდა დაფარონ, ვინაიდან დისკონტი არის საკმაოდ დიდი. ამ კომპანიის წამოწყებით, "ვითიბი ბანკი" სცდება ტრადიციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებს და ხაზს უსვამს, რომ მისთვის ყველა მომხმარებელი თანაბრად მნიშვნელოვანია", - განაცხადა გაბუნიამ.

მისივე განმარტებით, აღნიშნული აქცია ერთჯერადია და ის 15 ივნისამდე გაგრძელდება. 

ფოტო რეპორტაჟი

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics