04:10 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-18 13:14:04, 1568 ნახვა

კომენტარი
აბაშიშვილი: მთელი სახელმწიფო მანქანა, ორ პოლიტიკურ პარტიასთან ერთად, პრეზიდენტის წინააღმდეგ შავი პიარის ასაგორებლად მუშაობს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი ბოლო დღეების განმავლობაში შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა.

როგორც აბაშიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სახელმწიფო უწყებები, იმის მაგივრად, რომ ებრძოდნენ კრიმინალს, პრეზიდენტის წინააღმდეგ შავი პიარის წარმოებით არიან დაკავებულები.

აბაშიშვილი “ქართულ ოცნებას” და “ევროპულ საქართველოს” შეწყალებით გამოსული რეციდივების სტატისტიკის გამოქვეყნების გამო აკრიტიკებს და აცხადებს, რომ პარტიებმა სტატისტიკა არალეგალურად მოიპოვეს.

“იმის ნაცვლად, როცა პრეზიდენტის მოწოდება იყო, მაქსიმალურად ყველა ჩართული ყოფილიყო იმ პროცესში, რომ გაგვეუმჯობესებინა სიტუაცია, მივიღეთ პასუხად ბინძური შავი პიარი და ბრალდებები საქართველოს პრეზიდენტზე. იმის მაგივრად, რომ შესაბამისმა უწყებებმა ვერ დაიცვეს მოქალაქე, რომელმაც მიმართა დასაცავად, დაიწყეს საქართველოს პრეზიდენტზე გადაბრალება. მე როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ვაცხადებ, რომ არც ერთი უწყებიდან - არც შინაგან საქმეთა სამინისტროდან, არც პროკურატურიდან არ მიგვიღია არანაირი ის სტატისტიკა, რომელზეც ვითომ გუშინ საუბრობდნენ, მაგრამ სინამდვილეში ეს უწყებები ამ არალეგალურ სტატისტიკას, რომლის სანდოობაში კაცმა არ იცის, რამდენად უნდა ვიყოთ დარწმუნებულები, აძლევენ მათ რუპორ პოლიტიკოსებს იმისთვის, რომ ეს სტატისტიკა ლეგალურად იყოს შეფუთული. ფაქტიურად, მთელი სახელმწიფო მანქანა, ამ ორ პოლიტიკურ პარტიასთან ერთად, მუშაობს საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ შავი პიარის ასაგორებლად, თუ ვინმეს კიდევ ვერ წარმოუდგენია რა სურათთან გვაქვს საქმე, მე მგონი, გუშინ იყო ამ არაოფიციალური სტატისტიკის ლეგალურად გასაღების მცდელობა. ვიმეორებ, არავის არ მოუწოდებია ეს სტატისტიკა ჩვენთვის. პირველ რიგში, სახელმწიფო სტრუქტურებს შორის ეფექტური თანამშრომლობა რას ნიშნავს, რომ თუ რაღაც ინფორმაცია ვიცით, საჭიროა ამის გაცვლა და არა სიურპრიზების დაანონსება, რომ თურმე მკვლელობები ვინმეს სიურპრიზი ჰგონია და კიდევ გვიანონსებენ თუ რა იქნება. ჯობია სახელმწიფო უწყებები დაკავდნენ კრიმინალთან ბრძოლით, რომ არ მოხდეს ისევ ისეთი ტრაგიკული ფაქტები, როგორსაც ჰქონდა ადგილი”, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics