07:21 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-18 10:47:14, 1470 ნახვა

სამართალი
კახა კალაძე „თბილსერვის ჯგუფის“ საგაზაფხულო სამუშაოებს გაეცნო

თბილისი მერის, კახა კალაძის დავალების შესაბამისად, „თბილსერვისჯგუფი“ დედაქალაქის მასშტაბით საგაზაფხულო სამუშაოებს განაგრძობს, რომლის ფარგლებში გმირთა მოედანზე არსებული პანდუსი დაიუსტ იციის სახლთან მდებარე საფეხმავლო ხიდი მოირეცხა.

გმირთა მოედანზე მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და მაია ბითაძესთან ერთად გაეცნო. 

კახა კალაძემ „თბილსერვისჯგუფის“ თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მომდევნო თვეების განმავლობაში ამ სამუშაოებისათვის სპეციალური ტექნიკის შესყიდვაც იგეგმება. 

„აღნიშნული  სამუშაოები მომდევნო დღეების განმავლობაში სხვა დასხვა ცენტრალურ ქუჩაზე გაგრძელდება. გვინდა, რომ ჩვენი ქალაქი ყველაზე სუფთა და მოწესრიგებული იყოს. გარდა ამისა, ქალაქის მასშტაბით მიმდინარეობს რგვა, სკვერებისა და პარკების გამწვანება, ასევე, სხვლა-ფორმირების სამუშაოები. ყველა ამ სამუშაოს შესრულებას რამდენიმე დღე დასჭირდება. მადლობა მინდა გადავუხადო „თბილსერვისჯგუფის“ თითოეულ თანამშრომელს, რადგან ფიზიკურად უწევთ მუშაობა. ჩვენ მომდევნო თვეების განმავლობაში ვგეგმავთ სპეციალური ტექნიკის შესყიდვას, როგორც ეს ნორმალურ და განვითარებულ ევროპულ ქვეყნებსა და ქალაქებშია. თანამედროვე ქალაქის პრეტენზია გვაქვს და ეს ყველაფერი მოწესრიგებული უნდა იყოს“,- განაცხადა დედაქალაქის  მერმა. 
საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში, დედაქალაქში ხიდები, გვირაბები და პანდუსები მოირეცხება. პარალელურად გასუფთავდება და დეზინფექცია ჩაუტარდება ქალაქში    არსებულ 19 586 ერთეულ ნაგავშემკრებ კონტეინერს. რაც შეეხება გზის მორეცხვის გეგმიურ სამუშაოებს, ეს პროცესი პირველი  მაისიდან დაიწყება და ოქტომბრის ბოლომდე,  ყოველდღიურ რეჟიმში თბილისის ათივე რაიონში  გაგრძელდება. 

თბილისის  მერთან ერთად, გმირთა მოედანზე მიმდინარე სამუშაოებს,  "თბილსერვისჯგუფის“ ხელმძღვანელი ლევან  ჯღარკავა, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, მთაწმინდის გამგებელი დავით კირკიტაძე და საკრებულოს წევრი ვახტანგ შაქარიშვილი გაეცნენ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics