2018-04-17 22:41:53, 1686 ნახვა
სამართალი
რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ფლავისმანიდან ერთი ადამიანი გაიტაცეს
რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს მოქალაქე თამაზ ილურიძე გაიტაცეს.
იგი ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით მაშინ დააკავეს, როდესაც თანასოფლელთან ერთად სოფლის მიმდებარე საძოვრებზე პირუტყვს მწყემსავდა. ამ უკანასკნელმა გაქცევა მოახერხა.
არსებული ინფორმაციით, თამაზ ილურიძე ცხინვალის დროებითი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.
ავტორი: ,