04:10 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-17 17:48:55, 1766 ნახვა

კომენტარი
ბაია პატარაია: სანამ სკოლებში არ ასწავლიან რა არის ოჯახი და პატივისცემა, მანამდე პრობლემა ვერ მოგვარდება

„ქალთა მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ბაია პატარაია ოჯახში ძალადობის კუთხით კანონის გამკაცრების აუცილებლობას ვერ ხედავს.

როგორც პატარაიამ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, საკანონმდებლო ხარვეზები არ იკვეთება, თუმცა კანონის აღსრულების კუთხით, მექანიზმი დასახვეწია.

„ჩვენ საკანონმდებლო ხარვეზებს ვერ ვხედავთ. მთავარია კანონის აღსრულება. მექანიზმები არის დასახვეწი და პოლიციელების კვალიფიკაცია არის  ასამაღლებელი. კარგი იქნება, რომ ოჯახში ძალადობის კუთხით სპეციალიზირებული პოლიციელები იყვნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში  ამბობენ, რომ ყველა  განყოფილებაში ჰყავთ ორი ადამიანი გადამზადებული, მაგრამ სინამდვილეში ამ ორი ადამიანის კვალიფიკაცია მაინც არ ვარგა და ამ კუთხით არის სამუშაო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აუცილებლად უნდა დანერგოს და აღასრულოს რისკების შეფასება. დღეს ვერ აფასებს  რისკებს წესიერად და ვერ ხვდება, რომელი ადამიანი უნდა დააკავოს და რომელს უნდა გამოუწეროს ორდერი. უნდა განასხვაოს რისკების შეფასებით და ამის მიხედვით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. შესაბამისად, ეს არა კანონმდებლობის, არამედ აღსრულების პრობლემაა“, - აცხადებს პატარაია.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ორ აპრილს  გამოქვეყნებულ სტატისტიკას, რომლის თანახმადაც, ოჯახური დანაშაულის ბრალდებით  შსს-მ 855 პირი დააკავა,  ხოლო შემაკავებელი ორდერი 1402 პირის მიმართ გამოსცა, პატარაია დადებითად აფასებს. მისი თქმით, სტატისტიკა წინა წლებთან შედარებით გაზრდილია და ეს ახალი დეპარტამენტის მუშაობის შედეგია. პატარაია ასევე აცხადებს, რომ პრობლემის მოგვარებაში განათლების სამინისტროც აქტიურად უნდა იყოს ჩართული.

„ახალი დეპარტამენტი კარგად მუშაობს, ვეკონტაქტებით აქტიურად და მათი მუშაობით კმაყოფილები ვართ. წელს არის ძალიან დიდი ზრდა სტატისტიკის, რომ შევფასოთ წინა წლებთან შედარებით. ახალი დეპარტამენტის მუშაობის შედეგი კარგია, მაგრამ როგორც ჩანს, საკმარისი არ არის. მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო  რეაგირებს უკვე ჩადენილ დანაშაულზე და ჩვენ გვაკლია დანაშაულის პრევენცია. აუცილებელია ოჯახებთან და მოძალადეებთან მუშაობა. სოციალური მუშაკები არ მუშაობენ ძალადობის მსხვერპლ ოჯახებთან. სხვა სამინისტროებიც აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული ამ პრობლემის მოგვარებაში, განსაკუთრებით განათლების სამინისტრო. სანამ მენტალიტეტი არ შეიცვლება და სკოლებში არ ასწავლიან რა არის ოჯახი და პატივისცემა, მანამდე არ გვეშველება. განათლების სამინისტრო ამ ეტაპისთვის რეფორმას არ ატარებს, მარტო შინაგან საქმეთა სამინისტროზე ვერ იქნება ამ პრობლემის მოგვარება დამოკიდებული“, - აცხადებს ბაია პატარაია. 

შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილი ცივი იარაღით მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებული მოკლულის დედის, ნათია გობაძის ყოფილი ქმარი, 46 წლის ვეფხია ბაქრაძეა, რომლის სახელზეც მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე პოლიციას შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი. აღსანიშნავია, რომ ვეფხია ბაქრაძე ოჯახში ძალადობისთვის წარსულშიც იხდიდა სასჯელს. მას პრეზიდენტის შეწყალების შედეგად, სასჯელის ვადა შეუმცირდა და საპატიმრო დაწესებულება რამდენიმე თვის წინ დატოვა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics