04:10 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-17 15:57:18, 1421 ნახვა

კომენტარი
გიორგი გახარია: თავისუფლებას, ლიბერალიზმსა და მართლწესრიგს შორის ბალანსია მოსაძებნი

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა რაღაც მომენტში შეიცვალა და გაუმართლებლად ჰუმანური გახდა.

ამის შესახებ მინისტრმა ბიზნესმენებთან შეხვედრის დროს განაცხადა. 

გახარია მიიჩნევს, რომ თავისუფლებას, ლიბერალიზმსა და მართლწესრიგს შორის ბალანსია მოსაძებნი.

„ძალიან კარგად გვესმის, რომ ის ძალზე უხეში ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა, რომელიც  წლების განმავლობაში ხორციელდებოდა, რაღაც მომენტში რადიკალურად შეიცვალა და  ზოგ შემთხვევებში, გაუმართლებლად ჰუმანური გახდა. დღეს ბალანსის პოვნა არის ძირითადი გამოწვევა, რაზეც მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტრო და მთლიანად, სამართალდამცავი სტრუქტურები პასუხს ვერ გასცემენ. კარგად უნდა მივხვდეთ ერთ რაღაცას, რომ  მოსაძებნია ბალანსი თავისუფლებას, ლიბერალიზმსა და მართლწესრიგს შორის. ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ. ჩვენ რომც არ გვინდოდეს, ეს ერთმნიშვნელოვნად მაინც გახდება საზოგადოებრივი განხილვის თემა და სჯობს, რომ ეს განხილვა დაიწყოს ადეკვატურ პირობებში და იმ პლატფორმაზე, რომელიც უფრო შედეგიანი იქნება. ერთადერთი რისი გარანტიაც შემიძლია მოგცეთ, რომ არასოდეს არც ერთ, არანაირ მწვავე კითხვას არ დავემალებით, ეს ჩვენ, უბრალოდ, არ გვჭირდება.  ყველანაირად ღია და მზად ვართ ყველანაირი დისკუსიისთვის, არ გვაქვს ჩვენ იმის პრობლემა, რომ კრიტიკა მოვისმინოთ. იქ სადაც საჭიროა, ჩვენ რომ გავაკრიტიკოთ, არც ამის კომპლექსი გვექნება არასოდეს. ასე რომ, ღია და მზად ვართ, ყველა ის საკითხი, რომელიც დღეს აქტუალურია, როგორც ბიზნესისთვის, ასევე, მოქალაქისთვის, განვიხილოთ", - განაცხადა შს მინისტრმა. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics