|
2018-04-17 15:07:23, 1266 ნახვა
კომენტარი
გახარია ბარნოვზე მომხდარ მკვლელობაზე: იმ მომენტში არსებული ინფორმაცია მხოლოდ შემაკავებელი ორდენის გაცემის საშუალებას იძლეოდა
„ინფორმაცია, რაც მიიღეს იმ მომენტში პოლიციელებმა, მხოლოდ შემაკავებელი ორდენის გაცემის საშუალებას იძლეოდა“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა. კითხვაზე, საკმარისია თუ არა შემაკავებელი ორდერი, შს მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს უწყების ხელში არსებული უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია. „შემაკავებელი ორდერი დღეის მდგომარეობით არის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში, რათა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური ძალადობის მიმართ პრევენცია მოახდინოს. ეს უნდა გვესმოდეს ძალიან კარგად. შემაკავებელი ორდენი სამი თვის განმავლობაში იყო გამოცემული 1400–ზე მეტი და ოჯახური ძალადობის კონექსტში, სამი თვის განმავლობაში 800–ზე მეტი ადამიანი იყო დაკავებული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ის ინფორმაცია, რაც მიიღეს იმ მომენტში პოლიციელებმა, იძლეოდა მხოლოდ შემაკავებელი ორდენის გაცემის საშუალებას და ეს არის ფაქტი, რაც შეეხება, შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებლობას, ჩვენ არასოდეს და არცერთი სიტყვით არ მოგვიხდენია პასუხისმგებლობის პერსონალიზირება ამ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ვთქვით რომ არსებობს მართლმსაჯულების ერთიანი სისტემის პრობლემები და ამ მართლმსაჯულების ერთიანი სისტემის ერთ–ერთი კომპონენტი არის შეწყალების ინსტიტუტი, რომელსაც აქვს გარკვეული ფუნქცია და ამაზე მიგვანიშნებს. ჩვენ არ ვამბობთ, რომ შეწყალების ინსტიტუტი არის პანაცია და მისი გამოსწორებით ყველაფერი დალაგდება. მართლმსაჯულების ერთიან სისტემაზე ვსაუბრობთ და პირველ რიგში, სწორედ ეს უნდა გამოსწორდეს“, - განაცხადა გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)