|
2015-05-22 10:40:29, 1335 ნახვა
სამხედრო
„ღირსეული პარტნიორის“ ფარგლებში ტაქტიკური საცეცხლე მომზადება გაიმართა
ვაზიანის სამხედრო სასროლეთზე ქართველმა და ამერიკელმა სამხედროებმა ტაქტიკური ამოცანები საბრძოლო სროლებით შეასრულეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართულ-ამერიკული სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ ფარგლებში ჩატარებული სწავლება ტაქტიკურ და საცეცხლე ელემენტებს მოიცავდა. სამხედრო მოსამსახურეებმა სხვადასხვა ტიპის მცირე და საშუალო კალიბრიანი იარაღებიდან, სნაიპერული შაშხანებიდან და 60მმ-იანი ნაღმმტყორცნებიდან სხვადასხვა მანძილზე მდებარე სამიზნეებს ესროლეს. საბრძოლო სროლები ამერიკული ქვეითთა საბრძოლო მანქანებიდან „ბრედლი“ და ქართულ შეიარაღებაში არსებული ქსმ2-ებიდან განხორციელდა. ქართულ-ამერიკული სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ დასკვნით ეტაპზეა. სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეები თეორიული მომზადების შემდეგ პრაქტიკულ საცეცხლე და ტაქტიკურ ამოცანებს ასრულებენ. „ღირსეული პარტნიორი“ საქართველოში პირველად ტარდება და ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლებას ისახავს მიზნად. ერთობლივი სწავლება ხელს შეუწყობს აშშ-სა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ურთიერთთავსებადობის გაზრდას NRF-ში მონაწილეობის მისაღებად და ქვეყნებს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებას. სწავლებაში მონაწილეობას იღებს დაახლოებით 600 ქართველი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე. ქართულ-ამერიკულ ერთობლივ წვრთნაში აშშ-ის არმიის პარაშუტისტთა და მექანიზირებული დანაყოფები მონაწილეობენ. საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ალფა“ ასეული, IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის I მექანიზირებული ასეული და სამხედრო პოლიციის ოცეულია წარმოდგენილი.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)