|
2018-04-17 13:48:04, 1204 ნახვა
სამხედრო
ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებულ ბრიგადას ახალი მეთაური ჰყავს
თელავში, ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებულ ბრიგადას პოლკოვნიკი იოსებ ნიკოლეიშვილი უხელმძღვანელებს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უფლებამოსილების გადაბარების ოფიციალური ცერემონიალი კადრირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პოლკოვნიკ იოსებ ნიკოლეიშვილს წარმატება უსურვა და სიტყვით მიმართვისას ეროვნულ გვარდიაში მიმდინარე რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება. ლევან იზორიას თქმით, 2018 წლის მეორე ნახევრიდან აქტიური რეზერვის პირველი ნაკადის მიღებაა დაგეგმილი, რომელიც რეზერვის ახალი კონცეფციის ფარგლებში განხორციელდება. მე-20 კადრირებული ბრიგადის პირად შემადგენლობას სიტყვით შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიმართა და ბრიგადის ყოფილ ხელმძღვანელს პოლკოვნიკ დავით ბადურაშვილს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. უფლებამოსილების გადაბარების საზეიმო ცერემონიალს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)