05:41 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-16 16:04:34, 1596 ნახვა

სამართალი
ბრალდებულის შვილის ინფორმაციით, ვეფხია ბაქრაძემ და მოკლულის დედამ 10 დღის წინ ხელი მოაწერეს

10 დღის წინ მამაჩემმა და ნათია გობაძემ იუსტიციის სახლში ხელი მოაწერეს, - ამის შესახებ ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ვეფხია ბაქრაძის შვილმა, ლიკა ბაქრაძემ განაცხადა.

ამასთან, ბრალდებულის შვილების ინფორმაციით, ბაქრაძის შეწყალების თხოვნით კომისიას მოკლულის დედამ ნათია გობაძემ ​მიმართა.

"როგორც გავიგე ერთად იყვნენ და 10 დღის წინ იუსტიციის სახლში ხელიც მოაწერეს. ამას რატომ არ ამბობენ? ეს ფაქტია, ერთად ცხოვრობდნენ. ორდერი ალბათ იმიტომ გამოიწერა, რომ მამაჩემის და ნათიას ურთიერთობას არავინ დაეთანხმებოდა, მალავდნენ ამ ურთიერთობას. 2015 წელს ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა ის რაც მოხდა. მამაჩემმა გაიგო რაღაცები", - განაცხადა ლიკა ბაქრაძემ.

ბრალდებულის, კიდევ ერთი შვილის მარიამ ბაქრაძის განცხადებით, მოკლული გოგონას დედა ვეფხია ბაქრაძეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაშიც აკითხავდა.

"მე თვითონ გამიკვირდა, როგორ გამოვიდა ასე მალე მამაჩემი. ვიცოდი რამდენიც ჰქონდა მისჯილი. როცა დავინტერესდი, მითხრა, რომ ნათიამ მიმართა შეწყალების კომისიას თხოვნითო, მაკითხავდაო და ფულსაც მაძლევდაო, მაგრამ არ მინდა, რომ ეს თაკომ იცოდესო", - განაცხადა მარიამ ბაქრაძემ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics