23:43 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-16 14:40:00, 1362 ნახვა

საზოგადოება
დედაქალაქის მერი ქვემო და ზემო ფონიჭალის დამაკავშირებელი გზაგამტარის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ქვემო და ზემო ფონიჭალის დამაკავშირებელი მიწისქვეშა სარკინიგზო გზაგამტარის მშენებლობის პროცესს და მასთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

მერიის ინფორმაციით, მიწისქვეშა სარკინიგზო გზაგამტარი გოფრირებული ლითონის კონსტრუქციით მოეწყობა. გზაგამტარის სიგრძე სულ 42 მეტრი, სიგანე 11 მეტრი, ხოლო სიმაღლე 4.5 მეტრი იქნება. გვირაბის საავტომობილო სავალი ნაწილის სიგანე შვიდ მეტრს შეადგენს, ტროტუარების კი - ორ-ორ მეტრს. პროექტის მიხედვით, მოეწყობა გზაგამტართან  მისასვლელი საავტომობილო გზა, რომელიც 300 მეტრი იქნება.

„აღნიშნული პროექტის დასრულებას დაახლოებით, სამი-ოთხი თვე დასჭირდება. ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ, რომლის ფარგლებშიც, დაახლოებით, 50 მეტრიანი გვირაბი გაკეთდება, რომელიც რკინიგზის მაგისტრალის ქვეშ გაივლის. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, ამ პროექტზე ძალიან დიდი მოთხოვნა იყო. ჩემი დაპირება იყო, რომ მას აუცილებლად გავაკეთებდით. სამუშაოები უკვე დაწყებულია და მისი ღირებულება დაახლოებით, 2 300 000 ლარია. ადრე შემოვლითი გზით ერთმანეთთან დასაკავშირებლად, ადგილობრივ მოსახლეობას შვიდი კილომეტრით მეტი გზა უნდა გაევლო, ახლა კი, გზები ერთმანეთს დაახლოებით, 50 მეტრიანი გვირაბით დაუკავშირდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ქვემო და ზემო ფონიჭალის დასახლებებს რკინიგზის ხაზი კვეთს, რომლის დამაკავშირებელი უახლოესი წერტილი მარნეულისა და რუსთავის გზატკეცილების გადაკვეთის ადგილია. აღნიშნულ ორ დასახლებას შორის უმოკლესი სამანქანო გზის მანძილი შვიდი კილომეტრია. ზემოხსენებული პროექტი კი, რკინიგზას გვირაბის საშუალებით, ლ. ღოღობერიძის ქუჩის მიმდებარედ კვეთს და მანძილს 500 მეტრამდე ამცირებს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს დროსა და ხარჯებს უზოგავს. ასევე, შეამცირებს სატრანსპორტო ნაკადს მარნეულისა და რუსთავის გზატკეცილების გადაკვეთაზე.

სამშენებლო სამუშაოებს შპს „სამშენებლო კომპანია მამისონი“ აწარმოებს. დედაქალაქის ბიუჯეტიდან პროექტზე 2 350 000 ლარი დაიხარჯება. მშენებლობა მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და ოთხი თვე გაგრძელდება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics