|
2018-04-16 14:20:17, 1174 ნახვა
სამხედრო
ალგეთში ღია კარი დღე გაიმართა
უფროს სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში ღია კარის დღე გაიმართა. საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის რეკრუტებმა, რომლებიც საწყისი საბრძოლო მომზადების კურსს გადიან, საჩვენებელ სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიების დაწყებამდე მათ ჯარისკაცის მრწამსი წაიკითხეს. სპეციალური სავარჯიშოები რამდენიმე სასწავლო უბანზე ჩატარდა. რეკრუტებს ოჯახის წევრებისა და ახლობლების წინაშე ბრძოლის ველზე სამწყობრო და ფიზიკური მომზადების დემონსტრირების შესაძლებლობა მიეცათ. ინსტრუქტორების დახმარებით მათ სტუმრებს ბრძოლის ველზე გადაადგილების, ასევე, დაბრკოლებათა ზოლის გადალახვის ხერხები წარუდგინეს. ალგეთში ათკვირიან საწყის საბრძოლო მომზადებას (BCT) ამჟამად სხვადასხვა რეგიონიდან სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეული 145 და საკონტრაქტო სამსახურში მყოფი 350 სამხედრო მოსამსახურე გადის. საბრძოლო მომზადების კურსის დასრულებისა და 26 მაისს ფიცის დადების შემდეგ, ისინი სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდებიან და ოთხწლიან საკონტრაქტო სამხედრო სამსახურს გაივლიან. ალგეთის საწვრთნელ ბაზაზე ზაზა ფერაძის შვილები - დემეტრე და ანასტასია, მათი პედაგოგები და ქალაქ რუსთავის კერძო სკოლა „მილენიუმის“ სხვა მოსწავლეებიც იმყოფებოდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)