23:43 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-16 12:02:14, 1257 ნახვა

საზოგადოება
გრიბოედოვის თეატრში ანსამბლ „არსიანის“ კონცერტი გაიმართა

თბილისში, ალ.გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში აჭარის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ ,,არსიანის" კონცერტი გაიმართა.

საქართველოში ერთ-ერთმა უძველესმა სახელმწიფო ანსამბლმა ქართული ცეკვისა და სიმღერის  ახალი პროგრამა წარმოადგინა, რომელშიც ქვეყნის სხვადასხვა კუთხის დამახასიათებელი 21 ფოლკლორულ-ქორეოგრაფიული ნიმუში გაცოცხლდა. კონცერტს საქართველოს კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან, სოფიო ბაკურიძესთან ერთად  ესწრებოდნენ. მთავრობის თავმჯდომარე დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას მიესალმა, ანსამბლის ხელმძღვანელს იუბილე მიულოცა და ანსამბლს მომავალი შემოქმედებითი წარმატებები უსურვა.


,,ბედნიერი ვარ, რომ ჩვენს რეგიონში დაიბადა და დღესაც ღირსეულად აგრძელებს მოღვაწეობას ანსამბლი, რომელიც გამოირჩევა თავისი აკადემიურობით, ისტორიით, ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ტრადიციებით. მათ არაერთხელ ასახელეს საქართველო ქვეყნის საზღვრებს გარეთ. ისინი ემსახურებიან ძალიან მნიშვნელოვან საქმეს - ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადობის შენარჩუნაბასა და ქართული კულტურის პოპულარიზაციას. მინდა მადლობა გადავუხადო მათ და ვუსურვო წარმატებები ჩვენი რეგიონისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ!" - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.


კულტურის მინისტრმა ანსამბლის ხელმძღვანელს, ოთარ მიქელაძეს ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო „ხელოვნების ქურუმი" გადასცა.


,,ოვაციები და მაყურებლის რეაქცია მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად საინტერესო და მაღალი პროფესიონალიზმით, როგორი წარმოუდგენელი არტისტიზმით წარდგნენ ისინი მაყურებლის წინაშე. მიჭირს სიტყვებით გადმოვცე ის დაუვიწყარი ემოცია, რომელიც დამეუფლა კონცერტის დროს"-აღნიშნა მიხეილ გიორგაძემ.

აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი 1921 წელს დაარსდა. 1922 წლის 11 ივლისს გაიმართა ანსამბლის პირველი კონცერტი. 1961 წლის 11 ივნისს, ანსამბლის დაარსების 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ანსამბლს ,,საქართველოს დამსახურებული ანსამბლის" საპატიო წოდება,  2016 წლის 1 იანვრიდან კი - აკადემიური ანსამბლის სტატუსი მიენიჭა. აღსანიშნავია, რომ ანსამბლი გახლავთ წლოვანებით მეორე აკადემიური ანსამბლი ,,ერისიონი"-ს შემდეგ, ხოლო პირველი აკადემიური ანსამბლი საქართველოს რეგიონებს შორის.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics