|
2018-04-14 19:02:45, 2290 ნახვა
მსოფლიო
ღაზას სექტორში შეტაკებებს 5 ადამიანი ემსხვერპლა
ღაზას სექტორში აფეთქების შედეგად 4 პალესტინელი დაიღუპა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, აფეთქება ისრაელის არმიამ განახორციელა, თუმცა ოფიციალურად ისრაელის თავდაცვის უწყება ამას არ ადასტურებს. მედიის ცნობით, ღაზას სექტორში მორიგი შეტაკებების დროს კიდევ ერთი პალესტინელი დაიღუპა, 223-ზე მეტი კი, დაშავდა. ისრაელ-ღაზას საზღვარზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც პალესტინელებმა ე.წ. დაბრუნების მარში მოაწყვეს. აქცია მოძრაობა "ჰამასის" მიერ იყო ორგანიზებული, რომელსაც ისრაელი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს. შეგახსენებთ, რომ 31 მარტს ერთ-ერთი შეტაკების დროს 16 პალესტინელი დაიღუპა, 1 500-მდე ადამიანი კი, დაშავდა. მოგვიანებით დაღუპულთა რიცხვი 33-მდე გაიზარდა. აქციები მაისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. სწორედ ამ დროს იერუსალიმში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს გახსნა იგეგმება. გარდა ამისა, შეტაკებების შედეგად პალესტინელი ჟურნალისტი დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)