22:25 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-14 12:58:48, 941 ნახვა

რეგიონი
ბათუმის ბულვარს ახალი ღირშესანიშნაობა - იასონ გორდეზიანის სკულპტურა შეემატა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ქალაქ ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან ერთად ბათუმის ბულვარში იასონ გორდეზიანის ძეგლი გახნსა.

ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე საზოგადოების წევრები და იასონ გორდეზიანის შთამომავლები ესწრებოდნენ.

ბათუმის ზღვისპირა ბულვარს, ცნობილი კოლონადების მიმდებარედ, კიდევ ერთი ახალი ღირშესანიშნაობა შეემატა. ისტორიული მნიშვნელობის მატარებელი ახალი სკულპტურა  ერთნაირად მიმზიდველი იქნება როგორც ბათუმელებისთვის, ისე მისი სტუმრებისთვის.

იასონ გორდეზიანის სახელი  მჭიდროდაა დაკავშირებული ბათუმის ბულვარისა და ბათუმის ბოტანიკური ბაღის განახლება-განაშენიანებასთან. იგი მიიჩნევა ღირსეულ გამგრძელებლად ისეთი ცნობილი მებაღეებისა, როგორებიც იყვნენ რესლერი და დალფონსი.

„დღეს ნამდვილად შეგვიძლია ვიამაყოთ ბათუმელებმა, ისევე როგორც ჩვენმა სტუმრებმა ახალი ღირშესანიშნაობის - იასონ გორდეზიანის ძეგლის გახსნით. ეს იყო ადამიანი, რომელმაც უშუალოდ მიიღო მონაწილეობა ბათუმის აღმშენებლობაში, ბათუმის ბოტანიკური ბაღის და ულამაზესი სანაპირო ბულვარის განაშენიანებაში. მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ჩვენი ქალაქი უფრო მიმზიდველი და უფრო ლამაზი გამხდარიყო. მინდა ყველას მივულოცო დღევანდელი დღე", - აღნიშნა ზურბა პატარაძემ.

იასონ გორდეზიანი ქ. ბათუმის მთავარი მებაღე და ცნობილი დეკორატორი იყო. მას განათლება ევროპაში ჰქონდა მიღებული, კერძოდ, ვერსალის სასოფლო-სამეურნეო ნაციონალურ ინსტიტუტში, რის დამთავრების შემდეგაც  მუშაობდა საფრანგეთის, ბელგიის, შვეიცარიის, ჰოლანდიის საბაღო მეურნეობებში. როგორც აღიარებული სპეციალისტი, იგი სამუშაოდ მიწვეული იყო ლონდონის ბოტანიკური ბაღის მებაღე-დეკორატორადაც.

იასონ გორდეზიანის დეკორატიული სკულპტურის ავტორია მოქანდაკე ირაკლი წულაძე. ქანდაკების განთავსება ბულვარის ადმინისტრაციის ინიციატივითა და სპეციალური კომისიის ჩართულობით განხორციელდა. ახალი სკულპტურის შექმნასთან ერთად, აჭარის მთავრობის მხარდაჭერით გამოიცა იასონ გორდეზიანისადმი მიძღვნილი ოთარ გაგუას წიგნი „ საკაოდან-ლონდონამდე".

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics