22:57 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-14 12:13:09, 2018 ნახვა

მსოფლიო
პუტინი სირიაზე ავიაიერიშის გამო, გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას მოიწვევს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სირიაზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმა "აგრესიად" შეაფასა, - ამის შესახებ The Guardian იუწყება.

როგორც პუტინმა აღნიშნა, რუსეთი მომხდართან დაკავშირებით გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას მოიწვევს.

მისივე თქმით, სხდომაზე "ამერიკის შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების აგრესიული ქმედებები უნდა განიხილონ".

პუტინის განცხადებით, რუსეთი სირიაზე განხორციელებულ თავდასხმას გმობს. ამასთან, კრემლის ლიდერმა დასძინა, რომ "სირიის ტერიტორიაზე რუსეთი ლეგიტიმურ მთავრობას ტერორიზმთან ბრძოლაში ეხმარება".

ცნობისთვის, დღეს დილით, საერთაშორისო კოალიციამ, რომელშიც აშშ, საფრანგეთი და ბრიტანეთი შედის, სირიაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს.

აღსანიშნავია, რომ სირიაზე სარაკეტო დარტყმას მსოფლიო ლიდერები უკვე გამოეხმაურნენ. საერთაშორისო კოალიციის ქმედებებს მხარი ევროკავშირმა, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებმა დაუჭირეს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics