|
2018-04-14 11:54:28, 753 ნახვა
რეგიონი
სართიჭალაში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში რეაბილიტაცია უტარდება ზემო სამგორის სარწყავ სისტემას. სარემონტო სამუშაოები მაგისტრალური არხის გ-7 გამანაწილებელზე მიმდინარეობს; კეთდება მონოლითური რკინა-ბეტონის მართკუთხა არხი, მონტაჟდება წყალაღების კვანძები და პარაბოლური ღარები, ასევე, ეწყობა საავტომობილო ხიდი. სამელიორაციო სისტემის რეაბილიტაციის შედეგად, სოფელ სართიჭალის მოსახლეობა 1 200 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობს მორწყავს. პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს. სარემონტო სამუშაოები 2018 წლის სექტემბერში დასრულდება. ქვემო ქართლში დღეისთვის სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 11 სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს. გაწეული სამუშაოების შედეგად, 15 817 ჰექტარზე რწყვის რეჟიმის გაუმჯობესდება, ხოლო რეგულარული სარწყავი ფართობი 3280 ჰექტარით გაიზრდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)