22:25 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-14 11:51:38, 605 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძე დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

ბათუმში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ილია ჭავჭავაძის ძეგლთან გაიმართა.

ღონისძიებას აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები, ქალაქ ბათუმის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

ზურაბ პატარაძემ სკოლის მოსწავლეებთან ერთად ყვავილებით შეამკო დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის ძეგლი და იქ შეკრებილ საზოგადოებას დედაენის დღეს მიულოცა.

„დღეს ყველანი აღვნიშნავთ დედაენის დღეს. ეს არის ჩვენი ქვეყნის სიწმინდის, ერთიანობის და სიძლიერის სიმბოლო, უდიდესი ეროვნული საუნჯე, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა დღემდე მოგვიტანეს. 1978 წელს ქართულმა საზოგადოებამ მტკიცე პროტესტი გამოთქვა საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომლის თანახმადაც ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა. ჩვენი ვალია მოვუფრთხილდეთ ამ უდიდეს მონაპოვარს. მინდა მივულოცო ჩვენს ხალხს ეს უმნიშვნელოვანესი დღესასწაული"- განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

14 აპრილისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო ღონისძიებაში ბათუმის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა და პედაგოგებმა მიიღეს მონაწილეობა. მათ ყვავილებით შეამკეს ილია ჭავჭავაძის ძეგლი და წაიკითხეს ლექსები.

1978 წელს ქართველმა საზოგადოებამ მტკიცე პროტესტი გამოთქვა საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომლის თანახმადაც ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა. სტუდენტებმა, ქართული კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეებმა, საქართველოს მოსახლეობასთან ერთად, მასობრივი საპროტესტო შეკრებები და გამოსვლები დაიწყეს. დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი "დედაენის დღედ" გამოცხადდა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics