|
2018-04-13 19:43:54, 1812 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: არის რესურსი ბევრ დეპუტატთან, მათ შორის რომლებმაც შეცდომები დაუშვეს, მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდეს
„არიან დეპუტატები, რომელებმაც დაუშვეს შეცდომები. ამ შეცდომებზე საუბარი მნიშვნელოვანია. საჭიროა ყველაფრის შეფასება. ამის საფუძველზე, მე ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ არის რესურსი ბევრ დეპუტატთან, მათ შორის რომლებმაც დაუშვეს შეცდომები, იმისათვის, რომ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდეს", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, შეთანხმების საფუძველზე დისციპლინურ საკითხებთან დაკავშირებით დაიწერება წესები და უახლოეს დღეებში, ძალიან მარტივად მოგვარდება ის მცირე პრობლემები, რომლებიც დღეს საპარლამენტო უმრავლესობაშია. „რაც შეეხება დისციპლინის საკითხებს, ჩვენს საერთო შეხვედრაზე მარტივად გადაწყდა, რომ უნდა დაიწეროს წესები. ამ წესებზე მიდის შეთანხმება და დასრულდება ეს ყველაფერი უახლოეს დღეებში. ამ წესებს ჩვენ, რა თქმა უნდა, უმრავლესობის ფორმატშიც განვიხილავთ, და ამის საფუძველზე გაგრძელდება მუშაობა ძალიან კონსტრუქციულად და მშვიდად საპარლამენტო უმრავლესობაში. წესები უნდა იყოს დაცული თითოეული დეპუტატის მიერ. ეს არის ის წესები, რომელსაც წესით, დაწერა არც სჭირდება, თუმცა, ჩვენ ვნახეთ, რომ ამ დღეების განმავლობაში ეს წესები, სამწუხაროდ, არაერთგზის დაირღვა. თუ არ არის საკმარისი დაუწერელი წესები, ეს წესები უნდა დავწეროთ. კონკრეტული დეპუტატები უშვებენ შეცდომებს, რაც არის სამწუხარო მოვლენა, თუმცა აქვე კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რომ ეს ყველაფერი უახლოეს დღეებში აუცილებლად მოწესრიგდება.
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)