22:25 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-13 16:11:59, 517 ნახვა

რეგიონი
ბათუმში ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში, შპს მექანიზაციის ადმინისტრაციულ შენობაში ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა.

ღონისძიებას  აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე,  სოფლის მეურნეობის მინისტრი ავთანდილ მესხიძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის უფროსი ლაშა შალამბერიძე  დაესწრნენ.  შტაბის გახსნის შემდეგ, რეგიონის ხელმძღვანელმა პირებმა სპეციალური დამჭერი ხაფანგი, ფერომონი დაამონტაჟეს.

,,დღეიდან აჭარაში ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბი დაიწყებს ფუნქციონირებას. ეს არის კოორდინირებული მუშაობა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აჭარის მთავრობის და მუნიციპალიტეტების.  აჭარის რეგიონს 20 ათასი ლიტრი პრეპარატი და 3 500 ცალი ფერომონი გადმოეცა, რეგიონში მობილიზებული იქნება 6 ერთეული მაღალი გამავლობის სპეცმანქანა თავისი შესაწამლი აგრეგატებით. ასევე, საჭიროების შემთხვევაში მზადაა 26 ერთეული სპეცტექნიკა, რათა მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები დროულად და ეფექტიანად განხორციელდეს", - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

 მავნებელთან ბრძოლისას, მნიშვნელოვანია ყველა რგოლის, მოსახლეობის, მსხვილი და მცირე ფერმერების ჩართულობა, რაც ხელს შეუწყობს მავნებლის არეალის დადგენასა და პოპულაციის შემცირებას, ასევე ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილებას.

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის 2018 წლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესაბამისად, აჭარის რეგიონს, 20 ათასი ლიტრი პრეპარატი და  3 500 ცალი  ფერომონი გადმოეცა, რეგიონში მობილიზებული  იქნება 6 ერთეული  მაღალი გამავლობის სპეცმანქანა თავისი შესაწამლი აგრეგატებით.  ასევე,  საჭიროების შემთხვევაში მზადაა  შპს მექანიზატორის 26 ერთეული სპეცტექნიკა,  რათა მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები დროულად და ეფექტიანად განხორციელდეს. მონიტორინგის სისტემები,  მთელი ქვეყნის მასშტაბით როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში განთავსდება. ფერომონების დამონტაჟება უკვე დაიწყო აჭარაში. პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics