|
2018-04-13 14:43:27, 1472 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში მცენარეთა ჯიშების ეროვნული კატალოგის შექმნაზე მუშაობენ
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში, TAIEX- ის (ევროკავშირის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტი) ფინანსური მხარდაჭერით, მცენარეთა ეროვნული კატალოგის შექმნის საკითხებზე სემინარი „სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების ეროვნული კატალოგის შექმნა" გაიმართა. სემინარზე, რომელიც სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სტანდარტების, სერტიფიცირების, დაგეგმვისა და ეკონომიკური ანალიზის სამსახურის ინიციატივით გაიმართა, სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების კატალოგის შექმნის სფეროში ევროკავშირის რეგულაციებისა და ევროპულ კანონმდებლობასთან ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის საკითხები განიხილეს. მონაწილეებმა კატალოგის საკანონმდებლო საკითხებისა და ჯიშების რეგისტრაციის მიმართულებებით პრეზენტაციები წარმოადგინეს, განიხილეს სფეროში არსებული ევროდირექტივები, კატალოგში სხვადასხვა ტესტების შედეგების ასახვის საკითხები და ჯიშის მიმართ წაყენებული ძირითადი კრიტერიუმები. განხილულ იქნა საფრანგეთისა და ევროკავშირის კატალოგები. სემინარი სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას ევროკავშირის ექსპერტი, სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების და თესლის შესწავლის და კონტროლის ჯგუფის წარმომადგენელი (GEVES) რიჩარდ ბრენდი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრის, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის (საქპატენტი), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), შპს „მარცვლეულის ლოგისტის კომპანიის“ წარმომადგენლები ესრებოდნენ.
(NS)
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
ტრამპმა მაგიდაზე წითელი ქუდი გადმოკიდა წარწერით „ვეტო“
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)