22:54 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-13 14:40:16, 1277 ნახვა

საზოგადოება
16 აპრილიდან თბილისის საგუნდო მუსიკის მერვე ფესტივალი დაიწყება

16 აპრილიდან 12 მაისის ჩათვლით თბილისში საგუნდო მუსიკის მერვე ფესტივალი გაიმართება. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, სადაც ორგანიზატორებმა ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე და მონაწილე გუნდებზე ისაუბრეს. 

ფესტივალში 7 უცხოური და 23 ქართული საგუნდო  კოლექტივი მონაწილეობს. 250 უცხოელი არტისტი თბილისს საფრანგეთიდან, პოლონეთიდან, ესტონეთიდან, გერმანიიდან და სხვა ქვეყნებიდან ეწვევა, ხოლო ფესტივალის მონაწილეთა საერთო  რიცხვი დაახლოებით 900 ადამიანს შეადგენს.

საგუნდო მუსიკის ფესტივალი პირველად 2011 წელს ჩატარდა ეროვნული მუსიკალური ცენტრის ბაზაზე, ხოლო მიღწეული შედეგებისა და წარმატების შემდეგ,  2013 წელს თბილისის მერიის მიერ დაფუძნდა ააიპ „თბილისის საგუნდო მუსიკის ფესტივალი“. 

ფესტივალის  მიზანია ქართული საშემსრულებლო საგუნდო ტრადიციების შენარჩუნება და საგუნდო კოლექტივების ხელშეწყობა. ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, ასევე,  ქართველი კომპოზიტორების საგუნდო ნაწარმოებების  პოპულარიზაცია, რასაც მისი მზარდი საერთაშორისო მასშტაბიც უწყობს ხელს. 

საფესტივალო კონცერტები ჩატარდება ეროვნული მუსიკალური ცენტრის, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ და მცირე, რუსთაველის სახელმწიფო თეატრის მცირე, უნივერსტიტეტის სააქტო დარბაზებში, ასევე, თბილისის მუზეუმში „ქარვასლაში“. 

ფესტივალის საერთო ბიუჯეტი  83000 ლარია, აქედან მერიის დაფინანსება 60 000 ლარს შეადგენს. ფესტივალის სპონსორია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ტურიზმის ეროვნული სააგენტო.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics