02:35 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-12 15:59:54, 1570 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: პარლამენტში ნამდვილად არსებობს ჯგუფი, რომელიც ჩემი საყრდენია, მაგრამ ეს ეჭვიანობის საფუძველი არ უნდა გახდეს

პარლამენტში ნამდვილად არსებობს კონკრეტული ჯგუფი, რომელიც ჩემი უშუალო საყრდენია, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს არც ეჭვიანობის და არც არასწორი ინტერპრეტაციის საფუძველი, - ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებაში“ დემოკრატიული პროცესები მიმდინარეობს და თავისუფალი კენჭისყრები ტარდება.

„პარლამენტში ნამდვილად არსებობს კონკრეტული ჯგუფი, რომელიც ჩემი უშუალო საყრდენია. ესენი არიან - პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები, უმრავლესობის ლიდერი, ფრაქციის თავმჯდომარე. პარლამენტში პროცესები იმ იერარქიის შესაბამისად უნდა წარიმართოს, რომელიც არის ჩამოყალიბებული. ამას შემდეგ ემატება კომიტეტების თავმჯდომარეები და ასე შემდეგ. ეს არის ნორმალური პროცესი, როცა ურთიერთობები იერარქიის შესაბამისად განისაზღვრება. ეს არ უნდა გახდეს არც ეჭვიანობის საფუძველი და არც არასწორი ინტერპრეტაციის საფუძველი.  ამავდროულად, ჩვენ გვაქვს ურთიერთობა ყველა დეპუტატთან - 116-ვე დეპუტატთან უმრავლესობის სხდომების ფორმატში. დისკუსიის ნაკლებობა არ გვაქვს. პარლამენტმა გასული წელიწადნახევრის განმავლობაში 20 საკვანძო გადაწყვეტილება მიიღო და 20-ვე საკითხთან დაკავშირებით უმრავლესობის ფორმატში სიღრმისეული განხილვა გვქონდა და  თითოეულ დეპუტატს ჰქონდა საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალება. გუნდში არის ძალიან დემოკრატიული პროცესი და ძალიან ხშირად ტარდება თავისუფალი კენჭისყრები“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

შეგახსენებთ, დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შოთა შალელაშვილმა განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძეს დეპუტატთა ვიწრო წრე ჰყავს შემოკრებილი და მათ იქით ვერაფერს ხედავს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics