|
2018-04-12 15:57:55, 1716 ნახვა
კომენტარი
კვირიკაშვილი: Freedom House-ის შეფასება უკიდურესად არაობიექტურია
Freedom House-ი კარგად უნდა დაფიქრდეს, როდესაც ასეთ არაობიექტურ ინფორმაციას და შეფასებებს ავრცელებს საქართველოში დემოკრატიის განვითარების ხარისხთან დაკავშირებით- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიში არაობიექტურია. „2012 წლის შემდეგ, როდესაც „ქართული ოცნება" ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ხელისუფლებაში მოვიდა, მართალია, მას შემდეგ რამდენიმე პრემიერი შეიცვალა, მაგრამ მთავარი ტენდენცია, რომელიც ქვეყანაში დამკვიდრდა, არის დემოკრატიის სრულიად სხვა ხარისხში აყვანა, მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური არასამთავრობო სექტორი, მედიათავისუფლების სრულიად სხვა დონე, ადამიანის უფლებების მიმართულებაში თვისობრივად განსხვავებული სიტუაცია... მარტო სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში 2010-2011 წლებში, წელიწადში 350-დან 400-მდე საჩივარი შედიოდა, ხოლო, 2017 წლის მონაცემებით, ეს რიცხვი 70-ს ქვემოთ არის, რაც, ჩემი აზრით, უდიდესი პროგრესია. რა თქმა უნდა, ეს არ არის თვითკმაყოფილების საბაბი და ჩვენ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი იმისათვის, რომ მართლაც ევროპული დემოკრატია შევქმნათ. შესაბამისად, Freedom House-ის შეფასება არის უკიდურესად არაობიექტური, ეყრდნობა აბსოლუტურად დაუბალანსებელ ინფორმაციას და ვფიქრობ, Freedom House-ი კარგად უნდა დაფიქრდეს, როდესაც ასეთ არაობიექტურ ინფორმაციას და შეფასებებს ავრცელებს საქართველოში დემოკრატიის განვითარების ხარისხთან დაკავშირებით. ვუერთდები ირაკლი კობახიძის შეფასებებს ამ საკითხზე“,- განაცხადა კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)