02:35 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-12 13:58:10, 1546 ნახვა

კომენტარი
სოზარ სუბარი Freedom House-ის დასკვნას დაუსაბუთებელს და ტენდენციურს უწოდებს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის  დასკვნას დაუსაბუთებელს, ფაქტებისგან შორს მდგომს და ტენდენციურს უწოდებს.

„იმდენად ტენდენციურია, რომ აზრიც არ აქვს ამაზე კომენტარების გაკეთებას. ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, თირთქოს შარშან, საანგარიშო პერიოდში მოხდა „იმედში“  შეჭრა, შარშან დაუშინეს  ტყვიები „იბერიას“. „რუსთავი2“-ის საქმეზე დავა იყო ყოფილ და პირვანდელ მესაკუთრეებს  შორის, რაც ევროპულ სასამართლოში  გაგრძელდა და მიხარია, რომ ეს საქმე წავიდა  ევროსასამართლოში იმიტომ, რომ  თუ ევროსასამართლო მიიღებს ერთ გადაწყვეტილებას, იქნება სანდო, თუ მეორეს მიიღებს, ისიც იქნება სანდო ყველასთვის“,-აღნიშნა სუბარმა.

მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველოს პოზიცია მცირედით გაუარესდა, - ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის ანგარიშშია აღნიშნული.

ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, მედიის თავისუფლების კუთხით საქართველომ 4.25 ქულა მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ 2014-2017 წლებში - საქართველოს ქულა 4.00 იყო.

"პოზიციის გაუარესება უკავშირდება საზოგადოებრივი მაუწყებელში განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ კი, რედაქციის პოლიტიზირებას, ასევე დამოუკიდებელ (კრიტიკულ) ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ზე ზეწოლას, ასევე, პრო-სახელისუფლებო ტელეკომპანიების მფლობელებს შორის კონდოლიდაციას", - ნათქვამია ანგარიშშია.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტზე ვასილ მაღლაფერიძის დანიშნვას უკავშირდება, არხზე პოლიტიკური გადაცემების დახურვა. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ვასილ მაღლაფერიძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ არხზე მუშაობდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics