02:35 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-12 13:43:11, 1477 ნახვა

კომენტარი
ბახტაძე: Freedom House-ის დასკვნა არ შეესაბამება იმ რეალობას, რაც დღეს საქართველოში გვაქვს

ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე მიიჩნევს, რომ საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის  ანგარიში საქართველოში არსებულ რეალობას არ შეესაბამება:

"მე ვიტყოდი, რომ "ქართული ოცნების" მთავრობის ერთ-ერთი მონაპოვარია დემოკრატიის მაღალი ხარისხის მიღწევა. ეს არის ადამიანთა უფლებების დაცვის მაღალი ხარისხი, მედიაპლურალიზმი და მედიათავისუფლება. ვფიქრობ, აღნიშნული დასკვნა არ შეესაბამება იმ რეალობას, რაც დღეს საქართველოში გვაქვს", - აღნიშნა ბახტაძემ.

მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველოს პოზიცია მცირედით გაუარესდა, - ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის ანგარიშშია აღნიშნული. 

ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, მედიის თავისუფლების კუთხით საქართველომ 4.25 ქულა მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ 2014-2017 წლებში - საქართველოს ქულა 4.00 იყო.

"პოზიციის გაუარესება უკავშირდება საზოგადოებრივი მაუწყებელში განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ კი, რედაქციის პოლიტიზირებას, ასევე დამოუკიდებელ (კრიტიკულ) ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ზე ზეწოლას, ასევე, პრო-სახელისუფლებო ტელეკომპანიების მფლობელებს შორის კონდოლიდაციას", - ნათქვამია ანგარიშშია.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტზე ვასილ მაღლაფერიძის დანიშნვას უკავშირდება, არხზე პოლიტიკური გადაცემების დახურვა. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ვასილ მაღლაფერიძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ არხზე მუშაობდა.

ამასთან, Freedom House-ში ამბობენ, რომ საერთო ჯამში საქართველოში პლურალისტური მედია გარემოა.

ამას გარდა, საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნებს შორის მოხვდა.

კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველოს დემოკრატიული პროგრესის რეიტინგში 4,68 ქულა აქვს. წინა ანგარიშში საქართველოს 4.61 ქულა ჰქონდა, შესაბამისად, რეიტინგი 0,07-ით გაუარესდა.

ადამიანის თავისუფლების, პოლიტიკური უფლებების და სამოქალაქო თავისუფლებების მხრივ, საქართველოს შვიდიდან 3.75  ქულა აქვს მინიჭებული.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს დემოკრატიის განვითარების ტრაექტორია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, თუმცა, „სასამართლო დამოუკიდებლობა დაკავშირებულია აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ინტერესებთან".

გარდა ამისა, დოკუმენტის მიხედვით, წელს საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ადგილობრივი დემოკრატიული მმართველობის მდგომარეობაც გაუარესდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics