15:03 - 20 Aug, 2026
|
2015-05-21 15:10:10, 598 ნახვა
საზოგადოება
ზუგდიდის გამგეობამ 2 ახალი ნაგავმზიდი მანქანა შეიძინა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ორი ფორდის მარკის 18–20 კუბიანი, ახალი ნაგავმზიდი მანქანა შეიძინა. მუნიციპალიტეტის გამგებლის ედიშერ თოლორაიას განცხადებით, მანქანები საკურორტო ზონის, ანაკლია–განმუხურის სოფლებს მოემსახურება. ასევე, გამგეობამ შეიძინა სანაპიროს დასუფთავებისთვის სპეცტექნიკა, რომელსაც მუნიციპალიტეტის გამგეობა უახლოეს დღებში ელოდება. სპეცტექნიკასთან ერთად შეძენილია ნაგვის ყუთები და ბუნკერები, რომლებიც განთავსდება ყველა სოფლის ცენტრში და სანაპირო ზოლში. „დასუფთავების სამსახურთან ერთად ტექნიკა ხელს შეუწყობს მოსახლეობას საყოფაცხოვრებო ნარჩენების დროულად გატანაში და გარემოს დაბინძურებისგან დაცვაში“, - განაცხადა ედიშერ თოლორაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)