|
2018-04-12 12:12:36, 700 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე აჭარისწყალი-კირნათის მიმართულებით ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძე და საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსი არჩილ ჩიქოვანი აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებთან ერთად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში აჭარისწყალი-კირნათი 4 235 მეტრზე საავტომობილო გზის ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ. აჭარისწყალი-კირნათის 4 235 მეტრზე მონაკვეთზე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ორფენიანი საფარით ხორციელდება. მთლიანობაში, აღნიშნულ მონაკვეთზე გზის საფარი მოეწყობა 26 326 კვადრატულ მეტრზე. ამ ეტაპისთვის ასფალტობეტონის საფარი მოწყობილია 1600 გრძივ მეტრზე. სამუშაოებს შ.პ.ს. „ზიმო-7" ასრულებს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 1 904 585 ლარს. აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის მიმდინარე წლის ბიუჯეტით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გათვალისწინებულია 16,185 კმ ასფალტობეტონის საფარის მოწყობა 5 მიმართულებით. ,,როგორც ხედავთ გრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტები ჩვენს რეგიონში. ძალიან მნიშვნელოვანია მაჭახელას ხეობის მიმართულებით ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა. ჩვენ ვიმყოფებით ძალიან ლამაზ ხეობაში. აჭარისწყლიდან კირნათის მიმართულებით იგება 4, 5 კმ ასფალტის გზა. მოპირკეტდება ირგვლივ არსებული ტერიტორია : მოეწყობა პარაპეტები, კიუვეტები, ასევე, ჩატარდება ფერდსამაგრი სამუშაოები. სრულად მოხდება გზის რეაბილიტაცია. ამ პროექტისათვის იხარჯება 2 მლ ლარამდე თანხა,"- აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. სულ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის გამოყოფილია 16 579 851 მილიონ ლარამდე.
(NS)
World Justice Project- საქართველოს კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებელი წლევანდელ ინდექსში 2%-ით შემცირდა, კანონის უზენაესობის ვარდნაში რეგიონში პირველია
Tasnim: უკრაინამ ირანის მიმდებარე ქვეყნებში მიკროდრონების ქსელი განალაგა
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)