2018-04-12 10:45:56, 1889 ნახვა
მსოფლიო
მაიკ პომპეო: რუსეთთან რბილი პოლიტიკის დრო დასრულდა
ამერიკის შეერთებული შტატების მომავალი სახელწმიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებით, რუსეთთან რბილი პოლიტიკის დრო დასრულდა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.
როგორც პომპეომ აღნიშნა, რუსეთი ამერიკისთვის საფრთხის შემცველია.
„რუსეთი აგრესიულ ქცევას აგრძელებს, ეს კი, განპირობებულია რბილი პოლიტიკის გატარებით. ამას უკვე ბოლო მოეღო. ჩვენი ადმინისტრაციის ქმედებების სია, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ ვლადიმერ პუტინმა ფასი გადაიხადოს თავისი აგრესიისთვის, დიდია. ზომები მოიცავენ სანქციებს, დიპლომატების გაძევებას და სხვა. ჩვენი დიპლომატიური ძალისხმევა რუსეთთან მიმართებაში რთული იქნება, თუმცა ეს უნდა განვაგრძოთ", - განაცხადა მომავალმა სახელმწიფო მდივანმა.
ავტორი: ,