04:09 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-11 20:14:04, 1758 ნახვა

სამართალი
ძარცვაში ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ძარცვის ჩადენაში ბრალდებული მ.ბ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით, - ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით   დადასტურდა, რომ 2017 წლის 28 ივნისს, დაახლოებით 22:30 საათზე, მ.ბ.-მ ქ.თბილისში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ხ.გ.-ს გასტაცა ხელჩანთა, მასში არსებული 16 200 ლარად ღირებული ოქროს ნივთებით, თანხით - 2000 ევროს, 1950 აშშ დოლარსა და 270 ლარის ოდენობით,  პირადი ნივთებით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„მ.ბ.-ს ქმედებით დაზარალებულს დიდი ოდენობით 27 243 ლარის მატერიალური ზიანი მიადგა.

სამართალდამცველებმა მ.ბ 2017 წლის 29 ივნისს ქ.თბილისში  დააკავეს.  მას  ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (ძარცვა ჩადენილი დიდი ოდენობით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ  მ.ბ.  დამნაშავედ სცნო  წარდგენილ ბრალდებაში  და  სასჯელის  სახედ  და  ზომად  7 წლით  თავისუფლების  აღკვეთა   განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics