11:24 - 18 Aug, 2026
|
2015-01-18 18:12:43, 5742 ნახვა
სამხედრო
დონეცკის აეროპორტზე შეტევისას, უკრაინაში ქართველი სამხედრო თამაზ სუხიაშვილი დაიღუპა
უკრაინაში, დონეცკის აეროპორტზე შეტევისას, დღეს 93-ე აერომობილური ბრიგადის მოხალისე მებრძოლი თამაზ სუხიაშვილი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" უკრაინაში მებრძოლმა ერთ-ერთმა ქართველმა სამხედრომ მიაწოდა. მისივე ცნობით, დაზარალებულია კიდევ ორი ქართველი მოხალისე მეომარი. ერთს კონტუზია აქვს მიღებული, ხოლო მეორე - დაჭრილია. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. თამაზ სუხიაშვილი 25 იანვარს 36 წლის გახდებოდა. იგი საერთაშორისო სამშვიდობო მისიის მონაწილეა. ცხოვრობდა გორში. დარჩა მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)