01:53 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-11 17:35:52, 2102 ნახვა

მსოფლიო
ავიაკომპანიები სირიაზე შესაძლო საჰაერო დარტყმის შესახებ გააფრთხილეს

ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაცია (EUROCONTROL) ავიაკომპანიებს სირიაზე შესაძლო ავიაიერიშის განხორციელების შესახებ აფრთხილებს, - ამის შესახებ Anadolu იუწყება.

EUROCONTROL-ი ავიაკომპანიებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და რეკომენდაციით მიმართავს, რომ ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით ფრენებზე  კონტროლი გააძლიეროს.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით დღეს რუსეთი გააფრთხილა. როგორც ტრამპმა აღნიშნა, ის სირიის მიმართულებით რაკეტებს გაუშვებს. ამის შემდეგ, გამოცემა Figaro-მ დაწერა, რომ სირიაზე სარაკეტო დარტყმის განხორციელების შემთხვევაში, საფრანგეთი ამას არა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში არსებული ფრანგული ბაზებიდან, არამედ საკუთარი ტერიტორიიდან გააკეთებს, ხოლო ისრაელის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ თუ ირანელები სირიის ტერიტორიიდან ისრაელის წინააღმდეგ იმოქმედებენ, ბაშარ ასადი და მისი რეჟიმი პასუხს აგებს.

შეგახსენებთ, რომ 8 აპრილს სირიის სახელისუფლო ძალებმა აღმოსავლეთ ღუტაში ტოქსიკური გაზი გამოიყენეს, რასაც ქალაქ დუმაში 70-მდე ადამიანი ემსხვერპლა. აშშ მომხდარზე პასუხისმგებლობას ასადის მოკავშირე რუსეთს აკისრებს, ოფიციალური მოსკოვი კი ბრალდებებს უარყოფს.

ამასთან, გუშინ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სირიაში განვითარებულ მოვლენებზე ამერიკის პასუხი 48 საათის განმავლობაში გახდება ცნობილი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი განიცადა, ვუჩიჩმა სტუდენტებთან დამარცხება აღიარა
საქართველო ივანიშვილის გარეშე დიდი საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო
პრაღაში ათიათასობით ადამიანი საზოგადოებრივი მაუწყებლობის რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics