21:19 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-11 10:42:32, 2134 ნახვა

მსოფლიო
აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით, 07:00 საათზე გაიხსნა.

2018 წლის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში აზერბაიჯანის პრეზიდენტობისთვის იბრძვიან:

ილჰამ ალიევი – აზერბაიჯანის მოქმედი პრეზიდენტი. 

გუდრატ ჰასანგულიევი – პარლამენტის წევრი. კანდიდატურა წამოყენებულია ერთიანი აზერბაიჯანის სახახლო ფრონტის პარტიის მიერ; 

არაზ ალიზადე – პარლამენტის წევრი. კანდიდატურა წამოყენებულია აზერბაიჯანის “სოციალ-დემოკრატიული პარტიის” მიერ; 

ფარაჯ გულიევი – პარლამენტის წევრი. კანდიდატურა წამოყენებულია “ნაციონალური აღორძინების პარტიის” მიერ; 

ზაჰიდ ორუჯი – პარლამენტის წევრი. დამოუკიდებელი კანდიდატი.

ჰაფიზ გაჯიევი. კანდიდატურა წამოყენებულია პარტია „თანამედროვე მუსავათის“ მიერ; 

რაზი ნურულაევი, კანდიდატურა წამოყენებულია „სახალხო ფრონტელების საინიციატივო ჯგუფის“ მიერ.

სარდარ მამედოვი- დამოუკიდებელი კანდიდატი.

ოპოზიციური პარტიები „ეროვნული საბჭო“, „მუსავატი“ და „სახალხო ფრონტის პარტია“ საპრეზიდენტო არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ.

არჩევნების დღე აზერბაიჯანში უქმე დღედ არის გამოცხადებული. ქვეყნის ხუთ მილიონზე მეტი მოქალაქე, ვისაცხმის მიცემის უფლება აქვს, აზერბაიჯანის პრეზიდენტს 125 ოლქში 5,641 უბანზე აიჩევს. ქვეყნის ფარგლებს გარეთ გახსნილია კიდევ 41 საარჩევნო უბანი.

შეგახსენებთ, რომ 12 მარტს აზერბაიჯანის ოპოზიციამ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმება მოითხოვა. აზერბაიჯანში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 17 ოქტომბერს უნდა ჩატარებულიყო. 3 თებერვალს ილჰამ ალიევი პრეზიდენტობის კანდიდატად მეოთხედ წარადგინეს. ახალი კონსტიტუციის თანახმად, აზერბაიჯანის პრეზიდენტი 7 წლის ვადით აირჩევა. აქამდე პრეზიდენტს 5 წლით ირჩევდნენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
აქტივისტი ალბი კორძაია ახალ მიმართვას ავრცელებს სადაც სავარაუდო გაუპატიურებაზე საუბრობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics